რა თანხას გადაუხდის თბილისის მერია მრავალშვილიან ოჯახებს 2026 წლიდან - დეტალები - მშობლები

რა თანხას გადაუხდის თბილისის მერია მრავალშვილიან ოჯახებს 2026 წლიდან - დეტალები

2026-02-03 12:16:14+04:00

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების გაცემას აგრძელებს. ამის შესახებ 2026 წლის სოციალურ პროგრამებში ვკითხულობთ.

როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფულადი დახმარებაა.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი ბავშვი ჰყავთ.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

18 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისთვის ფულად დახმარებას თვეში 50 ლარის ოდენობით.

როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი?

ბენეფიციარ ოჯახებს კუთვნილი თანხა დაერიცხებათ ავტომატურად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად განახლებად მონაცემთა ერთიანი ბაზის საფუძველზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების თაობაზე ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ხსნის საბანკო ანგარიშს მომსახურე ბანკში ("თიბისი ბანკი"), რომელზეც ქვეპროგრამით გათვალისწინებული თანხა შემდგომში ავტომატურად დაირიცხება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის მერიას ცხელ ხაზზე: 032 272 22 22

ვის შეიძლება შეუწყდეს სოციალური დახმარება - ამ ადამიანთა უმრავლესობას გააჩნია გარკვეული სახის შემოსავლები... გადახედვას საჭიროებს
2026 წლიდან, ახალშობილ ტყუპისცალზე 2 000 ლარი გაიცემა... - აჭარაში ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება იზრდება