რაჭაში უბედურ შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა: "ბუხარში შემთხვევით ბენზინი შეასხა და..." - მშობლები

რაჭაში უბედურ შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა: "ბუხარში შემთხვევით ბენზინი შეასხა და..."

2026-02-03 18:12:18+04:00

ამბროლაურის სოფელ კვარცხუთში·მომხდარ უბედურ შემთხვევას მეშვიდეკლასელი ბიჭის, დავით (დადუ) აპუსიდისის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ბავშვი სახლში, ბუხარში ცეცხლს ანთებდა, შემთხვევით ბენზინი შეასხა და ძლიერი აალების დროს მან მძიმე დამწვრობა მიიღო. მას შემდეგ ბავშვი ერთი თვეზე მეტხანს თბილისში, დამწვრობის ცენტრში ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ სამწუხაროდ, იმდენად მძიმე იყო დამწვრობა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

დღეს გლოვაა მის სოფელში, სკოლაში, სადაც ყველას უყვარდა საყვარელი ბიჭუნა. ყველა განიცდის მომხდარს და უჭირთ მასზე წარსულში საუბარი.

“უმძიმესი დღე გვაქვს... კვარცხუთის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეშვიდე კლასის მოსწავლის - დავით (დადუ) აპუსიდისის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, კლასელებს, პედაგოგებს და მეგობრებს.

სკოლის საზოგადოება იზიარებს ამ უმძიმეს დანაკარგს და თანაგრძნობას უცხადებს ყველას, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო. ნათელში იყოს დადუ, ჩვენო დიდო ტკივილო, შენი სპეტაკი სული”, - ვკითხულობთ სკოლის სამძიმრის წერილში.

ჩვენ დავუკავშირდით დადუს სკოლის პედაგოგს, ქალბატონ ხათუნას, რომელსაც ძალიან გაუჭირდა მასზე წარსულში საუბარი.

“ძალიან მძიმეა, რაც მოხდა. დადუ ჩემი მოსწავლე იყო, მე ვიყავი მისი კლასის დამრიგებელი. დღეს ამ შემზარავი რეალობის წინაშე ვართ. პარასკევს სკოლაში იყო, სკოლიდან საღ-სალამათი ბავშვი გავისტუმრეთ, ჩვეულებრივად....

უბედურება კვირა დღეს (დეკემბერში) მოხდა. ბავშვმა სახლში მიიღო დამწვრობა. როგორც ვიცი, ბუხარს ანთებდა და ამ დროს დაშავდა. ჩვენ ამ დრომდე ამ ამბის მეტ დეტალებზე არც გვილაპარაკია არავისთან, იმიტომ, რომ ყველანი გადართულები ვიყავით იმაზე, რომ როგორმე ბავშვი გადარჩენილიყო, ვლოცულობდით მისთვის...

განაგრძეთ კითხვა