"3 წლამდე ბავშვს 3 ძირითადი, სასიცოცხლო მოთხოვნილება აქვს... ბავშვისთვის უფროსების ჩხუბი თავზარდამცემია..." - ფსიქოლოგი ზურაბ ვახანია - მშობლები

"3 წლამდე ბავშვს 3 ძირითადი, სასიცოცხლო მოთხოვნილება აქვს... ბავშვისთვის უფროსების ჩხუბი თავზარდამცემია..." - ფსიქოლოგი ზურაბ ვახანია

2026-02-03 23:42:24+04:00

ფსიქოლოგი ზურაბ ვახანია გადაცემაში "ჩვენი ოჯახი” საუბრობს იმ ძირითად მოთხოვნილებებზე, რომლებიც 3 წლამდე ასაკის ბავშვს აქვს. ამავდროულად, სპეციალისტი საუბრობს, რა გავლენას ახდენს მშობლების ჩხუბი ბავშვების ფსიქიკაზე:

- 3 წლამდე ბავშვს 3 ძირითადი მოთხოვნილება აქვს. პირველი, ეს დაცულობის მოთხოვნილებაა. მეორე დედასთან სიახლოვის მოთხოვნილებაა. მესამე კი მოძრაობისა და აქტიურობის მოთხოვნილებაა. ბავშვს უფრო ხშირად არც ერთი ეს მოთხოვნილება არ უკმაყოფილდება. ესე იგი, ძირეული, სასიცოცხლო მოთხოვნილებები არ უკმაყოფილდება.

დაცულობა არ უკმაყოფილდება იმიტომ, რომ ბავშვს უჯავრდებიან ხოლმე. გაჯავრება ყოვლად უაზროა. გაჯავრებით ვერაფერს გამოასწორებ. მაგრამ, დავუშვათ, არც უჯავრდებიან. ბავშვისთვის უფროსების ჩხუბი თავზარდამცემია. უფროსებს ბავშვის წინაშე იმდენი ზრდილობაც კი არ აქვთ, რომ მისი თანდასწრებით არ იჩხუბონ. "პატარაა და არ ესმის" - ეს სისულელეა. არ ესმის კი არა, ბავშვისთვის ეს თავზარდამცემია. ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს. ასევე, ზოგჯერ თავის თავს ადანაშაულებს. მერე ეს რჩება გონებაში. ჩემთან ფსიქოთერაპიაზე კლიენტები რომ მოდიან, მერე აღმოვაჩენთ ხოლმე, ბავშვობისდროინდელს "გამოვქექავთ"... წლები, სულ, ბრალეულობის განცდა რჩებათ.

ეს არის უძვირფასესი უნარი, რომელიც სწორედ სკოლამდელ ასაკში უნდა განვითარდეს, შემდეგ ამის სარბიელი მცირდება - ზურაბ ვახანია ასახელებს ერთ-ერთ მთავარ საფუძველს, რაც ადამიანის ცხოვრებისეულ წარმატებას განაპირობებს
ყველა ძვირფასი ნიჭი ჩლუნგდება, როდესაც ბავშვი ეკრანსაა მიჯაჭვული... ეს ბავშვს კი არ ავითარებს, აჩლუნგებს, ადუნებს. აღარ ვითარდება მისი ნებისყოფა, სოციალური უნარიანობა, ენობრივი უნარი - ფსიქოლოგი ეკრანზე დამოკიდებულების მთავარ საფრთხეებზე