გოჩა ჩერტკოევი 30 წლის წინ ცოლთან ერთად შესრულებული ცეკვის კადრებს აქვეყნებს - ცნობილი წყვილის ცხოვრების დეტალები (ვიდეო) - მშობლები

გოჩა ჩერტკოევი 30 წლის წინ ცოლთან ერთად შესრულებული ცეკვის კადრებს აქვეყნებს - ცნობილი წყვილის ცხოვრების დეტალები (ვიდეო)

2026-02-04 11:24:38+04:00

გოჩა ჩერტკოევი მეუღლესთან ერთად 30 წლის შესრულებული ცეკვის კადრებს აქვეყნებს და როგორც ყოველთვის, ახლაც დიდი მოწონებით სარგებლობს მათი ცეცხლოვანი ცეკვა.

როგორც ცნობილია, გოჩა ჩერტკოევი და შორენა გაჩეჩილაძე სამეჯლისო ცეკვების სიყვარულმა დააკავშირა ერთმანეთს. შორენა ცნობილი მოცეკვავეების ოჯახიდანაა, რატი და გიგი გაჩეჩილაძეები მისი ძმები არიან.

წყვილი დიდხანს ცეკვავდა ერთად, არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვთ მოპოვებული, ერთადვე გადაწყვიტეს ამერიკაში დარჩენა საცხოვრებლად და მრავალი წელია, იქ დაფუძნდნენ. იქვე გახსნეს სტუდია, სადაც სხვებს ასწავლიან ცეკვას.

ამერიკაშივე გაზარდეს ერთადერთი ვაჟი ლევანი, რომელიც ორიოდე წლის წინ დაქორწინდა და ცოტა ხნის წინ შვილიც შეეძინა - პარის ანა.

happy-fathers-1750057034.jpg

happy-fathers-day-to-my-handsome-strong-kind-loving-one-and-only-dwts-ge-father-too-our-handsome-son-thelevani-fatherlove-1750057034. love you 🥰 (2).jpghappy-fathers-day-to-my-handsome-strong-kind-loving-one-and-only-dwts-ge-father-too-our-handsome-son-thelevani-fatherlove-1750057034. love you 🥰 (3).jpg

ლევანის და მისი მეუღლის ქართული საქორწილო ცერემონიალი ბევრს დაამახსოვრდა.

snapinsta-1704995015.app_404010015_160954050408511_3144352938173082480_n_1080.jpg

chertoev3-1770190496.jpg

ლევანმა და შენონმა სამებაში დაიწერეს ჯვარი, მერე კი რესტორანში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გადაიხადეს ქორწილი, სადაც იყო ბევრი ქართული ცეკვა, სიმღერები და ჩურჩხელების ამოვლებაც კი შესთავაზეს სტუმრებს. თამადა კი გიორგი გასვიანი გახლდათ.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გოჩა ჩერტკოევი მტკივნეულ ამბებს და საქართველოსთან მის კავშირს იხსენებდა:

- დავიბადე თბილისში, ბოლო, მეხუთე შვილი ვიყავი და ჩემი მშობლებიც უკვე ხანშიშესულები იყვნენ. დედაჩემი იმ დროს 50 წლამდე იყო. ძალიან გათამამებული ბავშვი ვიყავი, ყველაფერს მიკეთებდნენ, იმიტომ, რომ ყველაზე პატარა ვიყავი. მაგრამ, ესაა პრობლემა - როცა მშობლები უკვე ხანშიშესულები არიან, იმხელა განსხვავებაა თაობებს შორის, იმის გარდა, რომ ძალიან კარგი დედა და მამა იყვნენ, არანაირი კავშირი არ მქონდა მათთან. ამაში რაღაც ნეგატიურიცაა და პოზიტიურიც.

როგორიც ახლა ვარ, ასეთი ვიყავი ბავშვობაშიც. სულ 5 დედმამიშვილი ვიყავით. ჩემი ძმა გარდაიცვალა. ჩემი დებიდან ერთი ვლადიკავკაზშია. ეს მართლა მაბრაზებს. აბსოლუტური პატრიოტიზმის თემაა იმიტომ, რომ მთელი ჩემი არსებობით რუსეთს ბავშვობიდან პროტესტი გამოვუცხადე.

ჩემს ძმას ვლადიმერი ერქვა. ბავშვობაში დიდი კონტაქტი არ გვქონდა იმიტომ, რომ 15-16 წლით დიდი იყო ჩემზე. რომ წამოვიზარდე, ამერიკაში წავედი, ის აქ დარჩა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩემს ძმას ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. დიდი ხანი იყო ავად და ყველამ ვიცოდით. რაც შემეძლო იქიდან ყველაფერს ვაკეთებდი. არც ის ჩამოსულა ამერიკაში და არც მე საქართველოში. როცა ჩამოვედი, უკვე ავად იყო. ჩემთან სანახავად მოვიდა, მეუღლემ მოიყვანა. ერთი კვირა იყო და მერე ისევ მოითხოვა სახლში წასვლა. ექიმთანაც მივიყვანეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან გვიანი იყო. რომ მნახა, მერე გარდაიცვალა. ნახვა მოვასწარი. ჩემი ძმის გარდაცვალების შესახებ ძალიან არასწორ დროს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ლაივამდე, საათ-ნახევრით ადრე გავიგე. არასდროს ხარ მზად იმისათვის, რომ ვინმემ სამუდამოდ დაგტოვოს. მაშინ გრძნობ გამოწვევას, არა როგორც გოჩა, არამედ როგორც არსება, როგორი ძლიერი ხარ. სამწუხაროდ, ძლიერი აღმოვჩნდი. არ უნდა იყოს ადამიანი ეგეთი ძლიერი. შოუ გაგრძელდა, არ მეგონა თუ გამომივიდოდა. მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ ჩემი თავი არ მომეწონა.

გოჩა ჩერტკოევი ბაბუის ამპლუაში და პარის ანა ჩერტკოევის ფოტოები - გილოცავ პირველ მამის დღეს...
გოჩა ჩერტკოევისა და შორენა გაჩეჩილაძის ცეცხლოვანი ჩა-ჩა ინტერნეტს იპყრობს - საარქივო ვიდეო წყვილის არტისტული კარიერიდან
გოჩა ჩერტკოევის შვილის ქართული ქორწილი - ჯვრისწერა სამებაში, ჩურჩხელების ამოვლება ქორწილში, ქართული ცეკვები და თამადად გიორგი გასვიანი (ვიდეო)
მეხუთე შვილი ვიყავი, დედა მაშინ 50 წლამდე იყო... სამწუხაროდ, ძლიერი აღმოვჩნდი. არ უნდა იყოს ადამიანი ეგეთი ძლიერი - გოჩა ჩერტკოევი ოჯახურ ამბებსა და ძმის გარდაცვალებაზე