ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა - საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა... ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა - მშობლები

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა - საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა... ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

2026-02-04 12:58:55+04:00

კითხვაზე, რა არის სიცოცხლე, ყველას სხვადასხვაგვარი პასუხი გვაქვს. ჩვენთვის მოცემულ სიცოცხლის შეუფასებელ წლებსაც ყველა ისე ვიყენებთ, როგორც ვფიქრობთ, რომ ასე უფრო სწორია და ვჩქარობთ, ბევრი რამ მოვასწროთ. თუმცა არის ხალხი, რომელიც წამებში გადაწყვეტს, რომ ეს ყველაფერი სხვისი სიკეთისთვის გაიღოს. ამას გმირობა ეწოდება და მისი ჩადენა ყველას არ შეუძლია. სამაგიეროდ, ეს ადამიანები იქცევიან დანარჩენებისთვის იმის მაგალითად, რომ არის რაღაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტი და ეს სულ უნდა გახსოვდეს!

ისე კი იმაზე მეტი გმირი არსებობს, ვიდრე წამოგვიდგენია. ისინი სიცოცხლეში უფრო მეტად სიჩუმეს ირჩევენ, ვიდრე ხმაურს. თავის წარმოჩენა არ უყვართ, კარგად იციან, რომ სამყაროს მხოლოდ ადამიანური ამბიციები არ მართავს. მეც სწორედ ამიტომ მგონია, რომ გმირის დაბადება არ უნდა გამოგვეპაროს. ამიტომ მორიგ გმირზე უნდა დავწერო, რომლის შესახებ, ალბათ, უფრო მის გვერდით მყოფებმა იციან.

გსმენიათ რაიმე ექიმ როსტომ შველიძეზე? ალბათ, ცოტას. მით უფრო ჩვენს ეპოქაში ექიმების დამსახურების აღნიშვნას მათივე კრიტიკას ვამჯობინებთ. ჰოდა, მინდა იცოდეთ, რომ დიდი ადამიანი და ქირურგი როსტომ შველიძე ზესტაფონის არცთუ ისე გრანდიოზულ კლინიკაში მუშაობდა. ქირურგი მორიგი 8-საათიანი ოპერაციის ჩატარებისას მიხვდა, რომ სხვისი გულის ამუშავებისთვის ბრძოლაში თავად საკუთარი გული დაუზიანდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია არ უნდა მიეტოვებინა, საკუთარი გულისთვის კი მერე ეშველა, თუკი იქნებოდა შესაძლებელი, საოპერაციო მაგიდაზე ხომ ტყვიით დაცხრილული 23 წლის ბიჭი იწვა. არც მიუტოვებია, თუმცა ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმის გული სამუდამოდ გაჩერდა.

ამ შემთხვევის შესახებ მედიცინის მუშაკს ლამარა ნებიერიძეს ვესაუბრეთ. განაგრძეთ კითხვა

ქართველი პედიატრი, რომელმაც უამრავი ბავშვი საქართველოდან გადასახლებას და დაღუპვას გადაარჩინა
ქართველი ექიმის გმირობა მოსკოვში - ქალმა მოხუცი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა სიკვდილს