ვალერი მელაძე ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც პირველად ჩნდება საჯაროდ მისი უმცროსი ქალიშვილი (ვიდეო) - მშობლები

ვალერი მელაძე ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც პირველად ჩნდება საჯაროდ მისი უმცროსი ქალიშვილი (ვიდეო)

2026-02-04 13:41:42+04:00

მომღერალი ვალერი მელაძე ცოლთან და ორ უმცროს შვილთან ერთად გადაღებულ ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც მისი ახალი კლიპის ერთგვარი ანონსია. ვიდეოში პირველად ჩნდება საჯაროდ მისი უმცროსი ქალიშვილი აგატა. აქამდე ის მამის კლიპებში ან კონცერტებზე არ გამოჩენილა. სახესაც დიდხანს მალავდნენ და ცოტა ხნის წინ დაიწყეს მისი ფოტოების გამოქვეყნება.

უმცროს ვაჟ ლუკას კი მამასთან ერთად უკვე სცენაზეც ჰქონდა დებიუტი და ადრეული ბავშვობიდან მუსიკით არის დაკავებული.

valer4-1770199672.png

ვიდეოში არ ჩანს ვალერის 21 წლის ვაჟი, ბიძის მოსახელე კონსტანტინე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და სწავლობს. ის საშობაო არდადეგებზე ჩავიდა მშობლებთან. მას არ საჯაროობა და იშვიათად ჩნდება კადრებში.

image-2-1765824385.png

valeri-1760953249.heic

როგორც ცნობილია, ვალერი მელაძეს 6 შვილი ჰყავს. სამი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ხოლო ალბინა ჯანაბაევასთან - ორი ვაჟი და გოგონა.სხვათა შორის, ვალერის პირველ ქორწინებაშიც გაუჩნდა ვაჟი - მისი პირველი შვილი ვაჟი იყო. თუმცა მისი და ირინას ერთობლივი ცხოვრება ტრაგიკულად დაიწყო - ახალშობილი ავადმყოფობდა დაბადებიდან 10 დღეში გარდაიცვალა. წყვილისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, თუმცა შემდეგ მრავალი წელი ბედნიერად იცხოვრეს.

მომღერალმა 2025 წელს ესპანეთში აღნიშნა 60 წლის იუბილე. იუბილეს მისი 6 შვილიდან 5 ესწრებოდა.

valeri44-1770199882.png

ასევე ესწრებოდა მისი და-ძმა და ოჯახის სხვა წევრები.

ვალერი მელაძე იშვიათ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - მათ შორის, დამალული ძმიშვილის ფოტოს
ვალერი მელაძის უფროსი ვაჟი, რომელსაც ის წლები მალავდა, ახლაც ჩრდილში ამჯობინებს ყოფნას - რას საქმიანობს ბიძის მოსახელე 21 წლის კონსტანტინე მელაძე?
ესპანეთში ნამღერი თბილისო და დიდი ოჯახობის შეკრება - ვალერი მელაძის 60 წლის იუბილე