რომელი პროდუქტები გვეხმარება დნმ-ის დაცვაში? ამის შესახებ ექიმმა ნუტრიციოლოგმა, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მარი მალაზონიამ გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა. გადაცემის მთავარი თემა საშვილოსნოს ყელის კიბო იყო, რომლის ფარგლებშიც ექიიმა ყურადღება გაამახვილა პროდუქტებზე, რომლებიც ონკორისკებისგან გვიცავენ და ამ პროცესში უჯრედის და გენომის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ასეთ შემთხვევაში უჯრედის დაცვა, დნმ-ის დაცვა, ჩვენი მთავარი გენური საუნჯის დაცვა - ამაში ძალიან გვეხმარება ფოლატები. თქვენ გახსოვთ ფოლიუმის მჟავა, რომელსაც ჩასახვამდეც, ორსულობის პერიოდშიც ურჩევენ ხოლმე მედიკოსები ქალბატონებს. ახლა უკვე არამარტო ქალბატონებს, პოტენციურ მშბლებსაც. რატომ? იმიტომ რომ უჯრედების დაცვა ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ონკოლოგიური პრობლემების შემთხვევაში" - ამბობს მარი მალაზონია, რომელიც დნმ-იდ დაცვისთვის კონკრეტულ პროდუქტებსა და ვიტამინებს ასახელებს:
"ფოლიუმის მჟავა, ანუ B9 ვიტამინის შემცველი ყველა მწვანე პროდუქტი, ფოლატების შემცველი მწვანე ბოსტნეული, ხორცეული B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან ერთად, D ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან ერთად, რომელთა შორისაა თევზი, კვერცხი, რძის ნაწარმი. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე სხვადასხვა სახის მინერალი სელენის და თუთიის სახით. თქვენ იცით, რომ სხვადასხვა სახით მარცვლეულსა და თესლეულში ასევე თევზეულში არის გაფანტული თუთია. სხვადასხვა მცენარეულ ცხიმში არსებული სელენი ნიორთან ერთად არის ძალიან კარგი კომბინაცია", - ამბობს მარი მალაზონია.
ისპანახი
ბროკოლი
ასპარაგუსი
სალათის ფოთლები
კომბოსტო
ოსპი
ლობიო
მუხუდო
ბარდა
ფორთოხალი
მანდარინი
ავოკადო
ბანანი (მცირე რაოდენობით)
მიწისთხილი
მზესუმზირის თესლი
სრული მარცვლეულის პროდუქტები (შვრია, ქერი)
ღვიძლი (ძალიან მაღალი შემცველობა)
კვერცხის გული
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ფოლატები მარალ ტემპერატურაზე იშლება. ამიტომ ზედმეტად ხარშვა ამცირებს რაოდენობას. სჯობს ნედლად ან ოდნავ მოთუშული ბოსტნეული