რამდენიმე დღეა, რუსი შოუმენი მაქსიმ გალკინი ცნობილ ფრანგულ კურორტ კურშეველიდან აქვეყნებს ფოტოებს და მისი ყველა მორიგი ფოტოსესია დიდი მოწონებით სარგებლობს. სოციალურ ქსელში მისი გამომწერები აღნიშნავენ, რომ ახალი იმიჯი მას ძალიან უხდება.

მაქსიმმა მოულოდნელად შეიცვალა იმიჯი, თითქოს დრო უკან დააბრუნა. ინტერნეტის მომხმარებლები, რომლებიც ადრე კომიკოსს მხოლოდ ირონიულ წამყვანად აღიქვამდნენ, ახლა სერიოზულად განიხილავენ მის გარეგნობას. ახალმა ფოტოებმა თავისი საქმე გააკეთეს: მოწესრიგებულმა წვერმა, ტონუსში მოყვანილმა ფიგურამ და თავდაჯერებულმა მზერამ მაქსიმი ნამდვილ „სექსუალურ კაცად“ აქცია და ქალთა არმია გაააქტიურა მის გვერდზე სოციალურ ქსელში.


დაიწყო საუბრები იმაზე, გაიკეთა თუ არა რამე 50 წლის გალკინმა. ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ მას ენდოსკოპიური სახის ლიფტინგი აქვს გაკეთებული, რომელიც ძალიან დელიკატურად ტარდება: სახის გამომეტყველება შენარჩუნებულია, ნაოჭები ბუნებრივად გამოიყურება და კანი არ არის „დაჭიმული“.


ამ დღეების განმავლობაში ფოტოებში მხოლოდ ბავშვები ჩანდნენ და ბევრს ეგონა, რომ მაქსიმი ალას გარეშე ისვენებდა.
თუმცა როგორც ჩანს, ალამ გადაწყვიტა, გამოჩენილიყო და მისი ქმრის ახალი იმიჯის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ასე გამოხმაურებოდა. ალა პუგაჩოვა თითქოს ნაზად, მაგრამ თავდაჯერებულად ახსენებს ამ ფოტოებით გამომწერებს, რომ ეს მამაკაცი უკვე დაკავებულია.



ალა მაქსიმის სტილთან მორგებული სტილით გამოჩნდა, სპორტულად და შავი ქუდით.პუგაჩოვას გარეგნობაც განხილვის საგანია. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ქმრის გვერდით, 76 წლის პრიმადონა თავის ასაკთან შედარებით შესამჩნევად ახალგაზრდად გამოიყურება.
არ დაახანა ქალების კომენტარებმაც: "შეგვახსენეს, რომ ის ცოლიანია. დავიშალეთ", "ასწლეულის საუკეთესო წყვილი", "აბა, რა, მაქსიმ, მთავარია "ამინდი ოჯახში".