ნებისმიერი სათამაშოს ყიდვისას მშობელმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ინსტრუქციას მსოფლიოში ბევრი ისეთი სათამაშო არსებობს, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ბავშვი გაართოს, ბევრ საფრთხეს შეიცავს. ასეთ სათამაშოებს მას მერე აკრძალავენ ხოლმე, როცა საკმაოდ ბევრ ზიანს აყენებენ ბავშვებს. ამიტომ არის, რომ ნებისმიერი სათამაშოს ყიდვისას მშობელმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ინსტრუქციას – ასაკობრივ დაყოფას, საფრთხეებს, გაფრთხილებებს და ა.შ.
ერთ-ერთი ასეთი სათამაშოა კომპანია "მატელის" თოჯინა. ეს კომპანია საყოველთაოდ ცნობილია, სწორედ მან შექმნა ბარბები. მაგრამ ამ კომპანიის თოჯინების ერთ-ერთმა მოდელმა Cabbage Path Snacktime Kid, რომელიც 1996 წელს გამოვიდა გასაყიდად (ბევრს შეიძლება, დღესაც კი აქვს ეს მოდელი შემონახული), კომპანიას საკმაო უსიამოვნება მოუტანა.
ამ სერიის თოჯინების განსაკუთრებულობა ის იყო, რომ მათ შეეძლოთ სპეციალური სათამაშო საკვების "ღეჭვა". თოჯინები ძალიან პოპულარული იყო და განსაკუთრებულად მონდომებული მშობლები რიგებში ხოცავდნენ ერთმანეთს, რომ თოჯინა აუცილებლად ეყიდათ შვილისთვის.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მოდელი უმძლავრესი მექანიზმით იყო აღჭურვილი , რომელიც "საკვებს" პირთან მიტანისთანავე შიგნით გზავნიდა, ოღონდაც გამომრთველი არ ჰქონდა. შედეგად, თოჯინა აზარტულად "ღეჭავდა" არა მხოლოდ თავის "საკვებს", არამედ მოთამაშე ბავშვის თითებსა და თმებსაც. როცა ტრავმირებული ბავშვების რაოდენობამ რამდენიმე ათეულს გადააჭარბა, სათამაშო გაყიდვიდან ამოიღეს.