საქართველოში სხვადასხვა სერვისის მისაღებად, მათ შორის, პირადობის მოწმობის, პასპორტის ასაღებად, განქორწინების რეგისტრაციისთვის, სახელისა და გვარის შესაცვლელად, სპეციალური გადასახადია დაწესებული. დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მათი თქმით, კანონით, ამ ეტაპზე, სხვადასხვა სერვისის მისაღებად გადასახადი არ გაზრდილა.
ქვემოთ გაგიზიარებთ, რა თანხის გადახდა მოგიწევთ სხვადასხვა სერვისის მისაღებად და რომელი მომსახურებაა უფასო:
პირადობის ელექტრონული მოწმობა
პირადობის მოწმობის გაცემის ვადა და ღირებულება
- მე–10 სამუშაო დღეს – 60 ლარი;
- მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი;
- მე-3 სამუშაო დღეს – 100 ლარი;
- მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარი;
- იმავე დღეს – 150 ლარი.
შეღავათები
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
- სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები – სრულად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – სრულად;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაშიდაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები – სრულად;
- პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით – სრულად;
- სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიანგანსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ – 6 ლარით, ხოლოფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
- სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს – 10%-ით;
- პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით, დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%-ით.
პასპორტი
მომსახურების ვადა და ღირებულება
- მე-10 სამუშაო დღეს -150 ლარი;
- მე-5 სამუშაო დღეს – 180 ლარი;
- მე-3 სამუშაო დღეს – 225 ლარი;
- 24 საათში – 300 ლარი;
- იმავე დღეს – 350 ლარი.
საქართველოს მოქალაქის და სამგზავრო პასპორტის აღებისას გათვალისწინებულია შეღავათები შემდეგ კატეგორიებზე:
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – უფასო;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობები შეეზღუდათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად (საქართველოს მოქალაქეები) – უფასო;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტი;
- მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 პროცენტი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია – უფასო;
- 18 წლამდე პირები – 50 პროცენტი;
- სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია სტუდენტის სტატუსის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, თავისუფლდებიან მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5%-ით.
დაბადების რეგისტრაცია
დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
დაბადების მოწმობა გაიცემა უფასოდ.
გარდაცვალების რეგისტრაცია
გარდაცვალების ფაქტის დარეგისტრირება ხდება კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
გარდაცვალების მოწმობა გაიცემა უფასოდ.
ქორწინების რეგისტრაცია
ქორწინების რეგისტრაციასახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და იუსტიციის სახლის ფილიალში,სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე, არის უფასო.
განქორწინების რეგისტრაცია
- განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე;
- განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური არის 60 ლარი.
სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია
მომსახურების ვადა და საფასური
60 კალენდარული დღე – 75 ლარი.
მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
- იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები;
- მომსახურების საფასურის 10%-ით გადახდისაგან თავისუფლდებიან სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით – „სტუდენტი“.