როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები - თარიღები - მშობლები

როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები - თარიღები

2026-02-05 13:15:22+04:00

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს.

სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი უქმე დღეებია დარჩენილი:

  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე.შესაბამისად, მოსწავლეები 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

2025-2026 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა,მე-12 კლასი20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.

სამინისტროში აზუსტებენ, პირველად რომელ კლასს შეეხება მე-12 წლის გაუქმება და რომელი კლასები დაამთავრებენ სკოლას ერთდროულად