ბათუმში მცხოვრები ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე ერთ-ერთი ყველაზე წარმტებულია თავის სფეროში, რადგან ინსტაგრამზე ქართველ ბლოგერებს შორის ყველაზე მეტი - 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მარიამმა ე.წ. ლაქშერი ცხოვრების სტილით გაითქვა სახელი, ამ ბოლო დროს კი საკუთარი ბიზნესით უფრო აქტიურად არის დაკავებული. სამი შვილის დედამ ერთდროულად ორ ქვეყანაში - საქართველოში (ბათუმში) და დუბაიში გადაწყვიტა სალონების გახსნა.

8 წლის წინ მარიამის ქორწილს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რუსულ მედიაშიც წერდნენ მათზე, როგორც ყველაზე ლამაზ ნეფე-პატარძალზე. შემდეგ წყვილს სამი შვილი შეეძინა, თუმცა როგორც ჩანს, ურთიერთობამ ბოლომდე მაინც ვერ გაძლო.


