ია ფარულავა იუბილარია - ულამაზესი მსახიობის ქართული და ამერიკული წარმატება, პირადი ცხოვრება და საარქივო ფოტოები - მშობლები

ია ფარულავა იუბილარია - ულამაზესი მსახიობის ქართული და ამერიკული წარმატება, პირადი ცხოვრება და საარქივო ფოტოები

2026-02-05 21:40:25+04:00

ია ფარულავა იუბილარია და სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან.

ია ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობ ქალად მიიჩნევა საქართველოში. წლებია, მსახიობობასთან ერთად ტელეწამყვანადაც გაიცნო საზოგადოებამ და ინფლუენსერი და ბლოგერიც არის. მის პოპულარობას ხელს უწყობს მისი სკანდალური გამონათქვამები და პირადი ცხოვრება - მსახიობი 4-ჯერ იყო დაქორწინებული...

29096431-599008377098825-2016994694642270208-n-1770317301.webp

რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

ია ფარულავა 1967 წლის 5 თებერვალს დაიბადა თბილისში, სკულპტორის და მხატვარ ოთარ ფარულავას ოჯახში. ია ფარულავას დედა 60-იანი წლების ულამაზესი მოდელი და მოცეკვავე დონარა იმედაძე იყო.

ia-farulava097-1742907256-1770317305.jpg

64327334-2311151535815501-4061980782074265600-n-1742907201-1770317301.jpg
დონარა იმედაძე

ia-farulava-048-1770317304.jpg
ია დედასთან ერთად

ია ბავშვობიდან გამოირჩეოდა უცხო, განსხვავებული გარეგნობით და ყველას აჯადოებდა საოცარი სილამაზით.

ia33-1770317732.png

სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981), ობოლი გოგონას — თიკოს როლი ითამაშა. ამის შემდეგ მსახიობმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. ესენია „ფესვები“, „სპირალი“ და სხვა.

62271366636472-1700261388-1770317303.jpg2017121409231381694-1713004458-1770317303.jpgfile-5b50b026d5ee8-1770317303.jpgfarulava-ia-056-1700261411-1770317303.jpg

1984 წელს სწავლა დაიწყო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, გამოჩენილი პედაგოგის და რეჟისორის მიხელ თუმანიშვილის ჯგუფში. სწავლის დასრულების შემდეგ თუმანიშვილმა ახალგაზრდა მსახიობი სამუშაოდ მიიწვია "კინომსახიობთა თეატრში".

parulavaiaface-38736-1770317307.jpg

625052391-18553588723057463-6797374846296134149-n-1770317302..jpg
ია ფარულავა და პატარა ქრისტინე იმედაძე

file-5b50b00463c49-1770317304.jpg

1987 წელს ია დაესწრო მოსკოვის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალს, სადაც ჟიურის თავმჯდომარედ მიწვეული იყო რობერტ დე ნირო. ნომინაციაში „ფესტივალის ყველაზე ლამაზი ქალი“ დე ნირომ ია ფარულავა დაასახელა. შემდეგ დე ნიროს და იას მეგობრობა კვლავაც გაგრძელდა.

126911308-221425315994497-5697376368443391497-n-1770317302.jpg

90-იანი წლების დასაწყისში ია აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა სამსახიობო კარიერის აწყობა ვერ მოახერხა, მხოლოდ რამდენიმე სარეკლამო რგოლში, მუსიკალურ კლიპში და მცირებიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.

138426000-4256471271035381-5041355494929467955-n-1770317302.jpg

iaparulava11-61851-1714228647-aqmids-1770317306.jpeg

ამერიკიდან წამოსვლაზე რამდენიმე წლის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ისაუბრა:

"მართლა მიყვარდა... ერთი ადამიანის სიყვარული იყო ძალიან ძლიერი, რომლის გამოც მე გავბედე და 98 წელს ჩამოვედი საქართველოში ამერიკიდან. მაშინ ხალხი გარბოდა და მე ჩამოვედი. თან როგორი ლოსანჟლესური ცხოვრებიდან... ამ ადამიანის სიყვარულმა გამაბედინა, მაგრამ სამწუხაროდ, მალევე აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი ჩვეულებრივი მანიპულაციის მსხვერპლი და მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი ვიყავი. არ ვაქცევდი ყურადღებას ნიშნებს... ადამიანი ერთი რომ გაგაფრთხილებს, მეორე, მესამე, უნდა მიხვდე... მაგრამ მაინც არ ვამტყუნებ ამ სიყვარულს, რადგან მე ჩემს სამშობლოში დაბრუნება მინდოდა. თუმცა ცოტა გვიან მინდოდა დაბრუნება... მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა აქ ვიყო...ამას ერთი გადაცემა სჭირდება... დავიღალე მინიშნებებით ლაპარაკით. ყველა ელოდება, რომ აღმოვთქვა ვინ არის.... ეს არის მიხეილ სააკაშვილი - ვინ იქნება?!

ia-farulava-053-1770317304.jpg

მიშამ ჩამომიყვანა ძალით, დამადგა ლოს ანჯელესში ჩემ საქმროსთან სახლში და უთხრა, ია ცოლად მომყავსო, მე მეტი რა მინდოდა... მეგონა ყველამ იცოდა ეს ამბავი. მაგრამ როგორც თავის ყველა ქალს, ძალიან ცუდად მომექცა მეც... მიშაზე, პიროვნებაზე შემიძლია ვთქვა, რადგან კარგად ვიცნობ... როგორც ვერაფერს ვიტყვი ცუდს, ადამიანზე, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს თავისი ქვეყანა, ცუდ ვერაფერს ვიტყვი, მან საოცარი რეფორმები ჩაატარა, დაუმსახურებლად არის ციხეში და ამას ყველაფერს ვაპროტესტებ... მაგრამ როგორც ქალს... მიშა არ გეწყინოს, მე შენ ცუდად მომექეცი და ეს ძალიან კარგად იცი... მიშა რომ გამოვა, მიშა რომ კარგად იქნება, დაბერდება, 90 წლის გახდება, მერე დავწერ წიგნს..." - აღნიშნა ფარულავამ.

2000-იანი წლების დასაწყისში ია საქართველოში დაბრუნდა და მალევე ითამაშა გიორგი შენგელაიას პირველ ქართულ ეროტიკულ ფილმში „სიყვარული ვენახში“. მსახიობობის პარალელურად დაიწყო მუშაობა ტელევიზიაში.

iaiaiaia-1770317306.jpg602927272-854141964027218-7095610525469905118-n-1770317302.jpg

ia-farulava-o-h-1-1770317304.jpegfarulava-ia-427-1770317303.jpg

ia345-1770319650.png

ოფიციალურად მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა მისი ოთხი მეუღლეა ცნობილი:

პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე მხატვარი რამაზ ჩანტლაძე იყო. ამბობენ, რომ ძალიან ეჭვიანობდა ცოლზე და ცუდად ექცეოდა.

ia2-3f840-1770317304.jpgiaa1-1770317304.jpg

ნოე სულაბერიძესთან სტუმრობისას იამ აღნიშნა: "პირველი ქმარი, რამაზ ჩანტლაძე, არქიტექტორი და მხატვარია. 17 წლის გავთხოვდი. პირველ კურსზე ვიყავი. ძალიან თანამედროვე და კარგი სამეგობრო წრიდან იყო. მაგრამ ბიჭი პათოლოგიურად ეჭვიანი აღმოჩნდა. მისმა ოჯახმა გამომიცხადა, რომ თეატრალურიდან საბუთები უნდა გამომეტანა და სამედიცინოზე შემეტანა. ეს საშინელება იყო და პროტესტი დამეწყო, რაც 6 თვე გაგრძელდა. ძალიან ეჭვიანი ადამიანი იყო. ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვცემდით. ჩემს მშობლებს ვერ ვეუბნებოდი. მრცხვენოდა, რომ ეს გამემხილა. დაჩაგრული არ ვყოფილვარ, ბიჭივით გამზარდეს და ჩემი ქმარი რომ დამარტყამდა, მეც ვურტყამდი. მაგრამ, ის მაინც ჩემზე ძლიერი იყო. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში მომდევდა და იტალიურ ეზოში შევედი. ვყვიროდი, მიშველეთ, მკლავენ-თქო, მაგრამ არც ერთმა ადამიანმა არ გამიღო კარი... "ფესვებში" რომ ვთამაშობდი, ჩუმად წავედი გადაღებაზე. მაინც რევოლუციონერი გოგო ვიყავი. "ფესვების" ის სცენა ღამეა გადაღებული იმიტომ, რომ ამ დროს ვიპარებოდი, ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, დედაჩემთან მივდივარ-თქო. მაინც გადვიღე ამ ფილმში და რომ ნახა, გაგიჟდა..."

ia-1770318495.jpg

მათი ოჯახი დაინგრა და ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, თუმცა მათმა ქორწინებამაც არ გასტანა დიდხანს - ია საქართველოში დაბრუნდა.

ia-farulava-kis-raizeri-o-h-1770317305.jpeg

სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან, ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ.

ia-farulava-027-1770317304.jpg

2013 წლიდან იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი.

tariel-suari-1770317307.jpg

მსახიობს შვილი არ ჰყავს. ამაზე ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა:

"მე უშვილო ქალი ვარ. უშვილობის მიზეზი ვერ დავადგინეთ. არასდროს გამიკეთებია აბორტი, მიუხედავად ჩემი მრავალფეროვანი ქმრებისა და ბოიფრენდებისა. ეს ღმერთის ნება და სურვილია. იყო სხვადასხვა მცდელობა, მაგრამ არ გამოვიდა. ვფიქრობ, როცა რაღაც არ გამოდის, თავი უნდა დაანებო. 54 წლის ვარ და საერთოდ არ ვნანობ, რომ შვილი არ მყავს. ეს არ არის სამაგალითო, ჩემგან ნუ აიღებთ მაგალითს, მაგრამ ასეა. კიდევ კარგი, ხალხი დამშვიდდა და აღარ მთხოვენ შვილის გაჩენას. მე თავად ვზრდი ჩემში პატარა გოგოს. ამიტომაც, ტარიელის ენერგეტიკა, ჩემი სამი კატა და სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ, ძალიან ძვირფასია. შეგიძლიათ, ეგოისტი დამარქვათ, მაგრამ კარგად ვარ."

629422534-18572693860056329-539645707884873417-n-1770317302..jpgia-parulava-1770317306.jpg