"მა­ინც უნდა გაგშორ­დე და სახ­ლი რო­გორც მინ­და, ისე უნდა მო­ვა­წყოო" - გარდაბანში ქმარმა ცოლი ავეჯის მაღაზიაში მოკლა - მშობლები

"მა­ინც უნდა გაგშორ­დე და სახ­ლი რო­გორც მინ­და, ისე უნდა მო­ვა­წყოო" - გარდაბანში ქმარმა ცოლი ავეჯის მაღაზიაში მოკლა

2026-02-05 22:59:32+04:00

გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა.Ambebi.ge-სინფორმაციით, მკვლელობა დღეს, გარდაბანში მდებარე ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიაში მოხდა.

როგორც წყარო გვიყვება, ცოლ-ქმარი მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ და კონფლიქტი წამოიწყეს.

"ჯერ კარადების ფერზე დაუწყიათ ჩხუბი, მერე ამ გოგოს უთქვამს, მაინც უნდა გაგშორდე და სახლი როგორც მინდა, ისე უნდა მოვაწყოო", - გვეუბნება წყარო. მისივე ცნობით, მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლული 25 წლის ახალგაზრდა ქალი, მარიამ გახოკიძეა.როგორც მისი ახლობელი გვიყვება, "უბნელები ხშირად ამბობდნენ, რომ ქმარი ცოლზე ხშირად ძალადობდა". იხილეთ სრულად

ვინ იყო ფეხმძიმე გოგო, რომელიც ქმარმა დანით მოკლა - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი?
5 კვირის ორსული იყო... ადგილზე გარდაიცვალა - ქმარმა ფეხმძიმე მეუღლე მოკლა