სალომე ბაკურაძე გადაცემა "შუადღეში" მის თავს დატრიალებულ ტრაგედიას - მისი მეუღლის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ამბავს იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა შვილი - სანტი გაეშვა სახლიდან.
- ჩემი ფიქრები ის იყო, რომ სანტისთან ერთად მეც რამე არ უნდა მომივიდეს. უნდა გავუშვა სახლიდან და მერე მითხრან ყველაფერი, მერე გავუსწორო თვალი და მერე მოხდეს, ის რაც უნდა მოხდეს. ალბათ ერთხელ და ბოლოჯერ შევეხები ამ თემას, რადგან ყველა ჯერზე ამის გახსენება არის...
იმ მომენტშიც კი, როცა არ ვუშვებდი ბოლომდე, რომ ეს ჩემს თავს მოხდა, თვითონაც ძალიან ცუდად ვიყავი და ლაშას დედაც იქვე იყო. ვხედავდი, რომ ისე ცუდად იყო, ძალიან ისეთი სიტუაცია იყო. ისიც არ იღებდა დიდხანს, არც მე ვიღებდი დიდხანს... იქ მყოფი ადამიანებიც ხედავდნენ ამას... საშინელი სიტუაცია იყო და ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ამ გარემოში იყო სანტიც, ჩემი შვილიც.ჩემი ფიქრები იმ წამს იყო მიმართული იმაზე, რომ როგორმე ეს ბავშვი სახლიდან გამეშვა და ამას ვაკეთებდი... და ამას ვგეგმავდი, ჩქარა სანტი წავიდეს სახლიდან, რომ მერე რაც უნდა დამემართოს, ეს იქნება ბოლომდე გაგიჟება, ბოლომდე ისტერიკა, თუ რაც იქნება, რომ მერე დამემართოს ეს ყველაფერი და არა იმ წამს...შევეცადე, მეკონტროლებინა და ეს ყველაფერი გადამედო შემდეგისთვის, როცა უკვე სანტი აღარ იქნებოდა იქ, ოთახში.
ზუსტად არ ვიცი ბოლომდე მიღებული მაქვს თუ არა, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად თვალი გავუსწორო, პრაქტიკულ რეჟიმზე გადავრთე გონება. მაქვს კონკრეტული გეგმები, კონკრეტული მიზნები, რასაც უნდა მივყვე. ბევრად დიდი მოვალეობები, ბევრი ვალდებულება, პასუხისმგებლობა გამიჩნდა. ზოგადად არ ვარ პრინცესა გოგო, რომელსაც ხელით მორთმეული აქვს ყველაფერი. მაგრამ ბოლო წლებში რაღაცნაირად ისე უმტკივნეულოდ გადაიბარა ეს მოვალეობები ლაშამ, ბევრი რაღაც აიღო საკუთარ თავზე.
მიუხედავად იმის, რომ ლაშას ძალიან ბევრი მეგობარი მიდგას გვერდში, ოჯახის წევრებზე აღარაა ლაპარაკი, ჩემი მეგობრები, არის პასუხისმგებლობები, რომლებსაც თვალი უნდა გავუსწორო, სხვა გზა არ მაქვს...
როცა მივხვდი, რომ ამ ემოციების კრებული, როცა გინდა, რომ ყოველ წამს ამ ადამიანთან ერთად იყო, ყველა ფიქრი, გეგმა ამ ადამიანს უკავშირდება, მაშინ მივხვდი, რომ იყო სიყვარული. დიდი ემოციების ამოხეთქვა იყო. გადავიღე ფოტო და გავუგზავნე ლაშას, ვუთხარი, მეც მიყვარხარ...".