ცოლთან ჩხუბით დაღლილმა კაცმა ბანკი გაძარცვა, რომ ციხეში ჩაესვათ და ცოლს გაქცეოდა... - მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს - მშობლები

ცოლთან ჩხუბით დაღლილმა კაცმა ბანკი გაძარცვა, რომ ციხეში ჩაესვათ და ცოლს გაქცეოდა... - მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს

2026-02-06 12:43:02+04:00

ეს უჩვეულო ამბავი, რომელიც 2016 წელს მოხდა, კვლავ აქტუალურია სოციალურ ქსელში. მაშინ მსოფლიო მედია წერდა 70 წლის კაცზე, რომელიც ბანკში შეიჭრა ბარათით, რომ იარაღი ჰქონდა (სინამდვილეში არ ჰქონია) და ფული მოითხოვა. მერე კი გაქცევა არც უცდია, იჯდა და პოლიციას ელოდა, რადგან სურდა, დაეჭირათ. მოგვიანებით ამბობდა, რომ ციხე ერჩივნა შინ ცოლთან ყოფნას და მისი მუდმივი ჩხუბის მოსმენას. ყველაზე პარადოქსული კი ამ ამბავში მოსამართლის გადაწყვეტილება აღმოჩნდა - ციხის ნაცვლად, ის ექვსთვიან შინაპატიმრობაში გაუშვეს.

გაქცევა ცოლისგან

ძარცვა 2016 წლის სექტემბერში, კანზას სიტიში, მოხდა. რიპლმა ცოლს უთხრა, რომ მასთან სახლში დარჩენას ციხეში წასვლა ურჩევნია. შემდეგ ის პოლიციის განყოფილების გვერდით მდებარე ბანკში წავიდა. მამაკაცმა მოლარეს ბარათი აჩვენა, რომელზეც ეწერა: „იარაღი მაქვს, ფული მომეცი“. მიიღო 2294 დოლარი, დაჯდა და დაპატიმრებას დაელოდა...

სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ლოურენს ჯონ რიპლმა აღიარა დანაშაული და თავისი ქმედებები დეპრესიას მიაწერა, რომელიც 2015 წელს გულის ოპერაციის შემდეგ დაეწყო. ამას დაერთო დაძაბული გარემო სახლში და ცოლის მუდმივი ჩხუბი. რიპლმა განაცხადა, რომ მას ანტიდეპრესანტები დაუნიშნეს და თავს უკეთ გრძნობს. ისიც თქვა, რომ პატიმრობა სასჯელი იქნებოდა არა იმდენად მისთვის, რამდენადაც მისი ცოლისთვის.

lawrence-john-ripple-1770368466.jpg

მოსამართლემ ხანდაზმულ მამაკაცს ექვსთვიანი შინაპატიმრობა და 50-საათიანი საზოგადოებრივი შრომა მიუსაჯა. ასევე - სამწლიანი პირობითი მსჯავრი . რიპლს ასევე მოეთხოვა ბანკისთვის ძარცვის შემდეგ გათავისუფლებული თანამშრომლების ხელფასების - 227,27 დოლარის ანაზღაურება და 100 დოლარის დანაშაულის მსხვერპლთა ფონდში შეწირვა.

იაპონელი კაცი ცოლს 20 წელი ხმას არ სცემდა - ამდენხნიანი დუმილის მიზეზმა ყველა გააოცა
პატიმარი, რომლის ცხოვრება ერთმა ფოტომ შეცვალა - დღეს ის მოდელი, მსახიობი და კარგი მამაა. ყველაზე ცნობილი დამნაშავის უცნაური ამბავი
ყველა ელოდა, რომ მოდელი ან მსახიობი გახდებოდა, თუმცა... - 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ციხიდან გახდა „ვარსკვლავი“