"არ წარმომედგინა, რომ ვირუსისგან შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს... ბოლომდე ვერ მიიღო ჩემმა ტვინმა... არ ვიცი, ასე ძალიან რატომ ინერვიულა საზოგადოების ნაწილმა, ვის გავყევი, რატომ გავყევი..." - ნინი ბადურაშვილი ოჯახზე, გარდაცვლილ მამაზე, ქორწინებაზე - მშობლები

"არ წარმომედგინა, რომ ვირუსისგან შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს... ბოლომდე ვერ მიიღო ჩემმა ტვინმა... არ ვიცი, ასე ძალიან რატომ ინერვიულა საზოგადოების ნაწილმა, ვის გავყევი, რატომ გავყევი..." - ნინი ბადურაშვილი ოჯახზე, გარდაცვლილ მამაზე, ქორწინებაზე

2026-02-08 14:31:27+04:00
მომღერლის, ტელეწამყვანისა და მსახიობის ნინი ბადურაშვილის სახალხო ინტერვიუ ბევრ საინტერესო თემას შეეხო. ნინი ბადურაშცილმა ისაუბრა იმაზე, რომ ბევრი ადამიანი ხედავს მას, როგორც უკარებას და ამპარტავანს, თუმცა ასე არ არის, საკმაოდ უშუალოა და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ასევე ისაუბრა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს მის აღზრდაში და ადამიანად ჩამოყალიბებაში მის ოჯახს, მშობლებს, ბებიებს, ბაბუას, რომლებიც პირველ რიგში ადამიანურ ურთიერთობებს ასწავლიდნენ.

ოჯახი

- ეკამ ითამაშა უდიდესი როლი ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. ახლა არის ძალიან დიდი არჩევანი, ბავშვებს მარტივად შეუძლიათ ყველაფერს მოუსმინონ - YouTube-ია, TikTok-ია, ყველაფერი არსებობს ანუ სხვადასხვა მუსიკალური პლატფორმაა. ჩემ დროს ეს არ იყო. ჩემ დროს იყო მხოლოდ MTV და ქართული მუსიკალური არხებიც იყო... მაგრამ ეკამ რა გააკეთა იცი? მახსოვს, ორი თუ სამი კასეტა მომცა, სადაც იყო ჩაწერილი მაიკლ ჯექსონის მთლიანიკო კონცერტი, ტოკიოში ჰქონდა თუ არ ვცდები 89 წელს, იყო უიტნი ჰიუსტონის სიმღერები ამ კასეტაზე, სტივი უანდერის... რაც დაეტია... და მითხრა, რომ აი, ამას უსმინეო და მე იმდენად მოვიხიბლე ამ ყველაფრით, პირდაპირ პირში გავგიჟდი და გადავირიე მაიკლ ჯექსონზე, დღემდე მისი ერთგული თაყვანისმცემელი ვარ... ეკამ უბრალოდ სწორ გზაზე დამაყენა, ასე ვთქვათ, და მომცა ეს კასეტები, მაგრამ მე რომ ამით არ მეცხოვრა და ეს ყველაფერი მე თვითონ არ შემესწავლა, მე მგონი, აქამდე არ მოვიდოდი და ეკას აქვს იმხელა როლი ჩემს მუსიკალური გემოვნების განვითარებაში, რომ რა გითხრათ, ანუ ეკა არის მთავარი ალბათ.

eka-kaxiani-nini.jpg

რაც შეეხება ერეკლეს, იმედას, ლალის, ფლორას, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ჩემს პიროვნების ჩამოყალიბებაში და თუ სწორ ადამიანად აღვიქმები ადამიანების თვალში, ეს ძალიან დიდი დამსახურება არის ფლორასი და ყველასი ერთად. მათ მასწავლეს მე ურთიერთობები, მასწავლეს როგორ უნდა იყო ადამიანი, რა არის მიუღებელი, რა არის დასაშვები... მიუხედავად იმისა, რომ დედა და მამა ერთად არ ცხოვრობდნენ, მე საკმაოდ დიდი დროით ვიყავი ერეკლესთან და ლალისთან, ამიტომ ამ ყველას აი ამ რაღაც ერთობლივმა სწორმა აღზრდამ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, თუ რა ვარ დღეს.

nini-badur-1766855103.jpg

მამის გარდაცვალება

ავად იყო. მე მეგონა, ყველას გვეგონა, რომ უბრალოდ ვირუსი ჰქონდა, ანგინა ჰქონდა და ვერ ლაპარაკობდა, ჩახლეჩილი ჰქონდა ხმა და მახსოვს ბოლო ასვლა იყო მასთან სახლში, იწვა და მითხრა, შეუძლოდ ვარო... მაგრამ არაფრით არ წარმომედგინა, რომ ეს იქნებოდა ბოლო შეხვედრა. არაფრით წარმომედგინა, რომ ჩვეულებრივი ვირუსისგან შეიძლებოდა, ადამიანი აღარ ყოფილიყო და მართალი რომ გითხრათ, შეგრძნებაც კი არ მქონია. ხომ არის, რაღაცას წინასწარ გრძნობენ, შეგრძნებაც კი არ მქონია, რომ ეს იყო ბოლო შეხვედრა მამასთან, უბრალოდ მეგონა, რომ იყო გაციებული, მასაც ასე ეგონა, და აუცილებლად მორჩებოდა. მე თან მივფრინავდი მეგობრებთან ერთად სადღაც და თითქოს დავემშვიდობე, რომ აი, გავფრინდები, შენ თავს მიხედე, ჩამოდი და მერე რაღაც გეგმები გვქონდა, ფილმს იღებდა და სწორედ ფილმის გადაღებების დროს გაცივდა... აბსოლუტურად არ მქონია იმის განცდა, რომ მამას რამე უნდა შემთხვეოდა. მერე ვნახე ჩვენი ნათესავის მესიჯი, მას ჰქონდა უკვე გაგზავნილი მესიჯი რამდენიმე დღეში, რომ მე მგონიო, ეს ჩემი ბოლო მესიჯიაო, უკვე ძაან ცუდად გრძნობდა თავს და ჩემთვის ეს იყო შოკი. მერე ვფიქრობდი და ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, მე რატომ არ მითხრა, რომ ასე ცუდად იყო...

ninismaama1.jpgnini-da-mama.jpg

ყოველდღიური ვწერდი. ბოლოს როდესაც მივწერე და აღარ მიპასუხა, მაშინ მივხვდი, რომ არ იყო კარგად. დავრეკე, მახსოვს, სახლში. ლალის ველაპარაკე და მითხრა, რომ იყო სასწრაფო, მთხოვეს, რომ გადაგვეყვანაო, მაგრამ არ გაჰყვაო... არაფერიო, ვირუსია და მორჩებაო... აი არაფრით არ წარმომედგინა, რომ ვირუსისგან და ჩვეულებრივი გაციებისგან შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს. ასეთი რამ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და თან წარმოუდგენელი იყო კიდევ იმ მხრივ, რომ ერეკლე იყო ახალგაზრდა, ჯანმრთელი, არ ვიცი, სიცოცხლით აღსავსე ადამიანი და ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა წინ... ძაან რთულია. სხვათა შორის, ექვსი წელი გავიდა, 2019 წელს გარდაიცვალა, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როდესაც მივდივარ სახლში და ჩვეულებისამებრ მინდა დავურეკო და მოვუყვე, რა მოხდა დღეს და მერე ვაანალიზებ, ანუ თითქოს ბოლომდე ვერ მიიღო ჩემმა ტვინმა, რომ ეს ადამიანები ცოცხლები აღარ არიან, იმიტომ რომ იმდენად დიდი ადგილი ეკავათ ლალის და ერეკლეს, რომ ვერაფრით ვერ ვხვდები, რანაირად აღარ არიან და რანაირად არ შემიძლია, რომ ავდგე და დავურეკო და მოვუყვე ის ყველაფერი, რაც თუნდაც ერთი დღის ამბავია.

პირადი ცხოვრება და ჭორები

დღემდე ვერ ამოვხსენი, რატომ არიან აღშფოთებულები ესე ძლიერ ჩემით და სხვებით არა. არ ვიცი რას ვაკეთებ ისეთს განსაკუთრებულს, რასაც სხვა არ აკეთებს, ვერაფრით ამოვხსენი... მე მგონია, რომ არაფერს ისეთს არ ვაშავებ, რომ ასეთი აღშფოთება გამოიწვიოს ადამიანების გარკვეულ ნაწილში. ყველაზე არ მაქვს საუბარი იმიტომ, რომ მე მგონია, მაინც შეიძლება იყოს ეს ხელოვნური გარკვეულწილად... ბევრად უფრო მეტი რაღაც შეიძლება სხვამ დააშავოს და მასზე საერთოდ რეაქცია არ ჰქონდეთ და ჩემზე გადაირიონ, შემომესიონ და რაღაც საოცარი კომენტარები დამიწერონ...

არ ვიცი ასე ძალიან რატომ ინერვიულა საზოგადოების რაღაცა ნაწილმა, ვის გავყევი, რატომ გავყევი, მერე რატომ გამოვყევი უკან, მერე იქ რა ვიცი მილიონი მითქმა-მოთქმა იყო, რაღაც შიდა ამბები გამოვიდა თითქოს, ჩემი და ჩემი მეუღლის. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ასეთი რეზონანსული რატომ არის ჩემი ცხოვრება...

nini5-1753342154.jpg

ამიტომ ბოლო პერიოდია საერთოდ16:17არაფერს ვლაპარაკობ, ჩემთვის ვარ...

ქალბატონი ეკა 62 წლის და მე, ნინო - 40-ის... - მშვენიერი ნინი ბადურაშვილის 40 წლის იუბილე (ვიდეო)
თავიდან ფეიქი მეგონა... ასეთი შემოთავაზება არასდროს მქონია - როგორ მიიწვია Armani-მ ნინი ბადურაშვილი და როგორ შეარჩია კაბები
მარტოობა დასრულდა... არსებობს ადამიანი... ერთად ვართ... ძალიან მოკლე დროში დავქორწინდით. არც ის მიცნობდა კარგად და არც - მე. ალბათ, მაგიტომ მოხდა ასე მალე ჩვენი განქორწინება... - ნინი ბადურაშვილი განქორწინებასა და ახალ ურთიერთობაზე