გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 8 თე­ბერ­ვლი­დან 10 თე­ბერ­ვლის დი­ლამ­დე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, ზო­გან ძლი­ე­რი, 9 თე­ბერ­ვალს კი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის უმე­ტეს ნა­წილ­ზე იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის ძლი­ე­რი ქარი. მა­თი­ვე ცნო­ბით, მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია თოვა, ზო­გან ძლი­ე­რი, ნის­ლი, ქარ­ბუ­ქი და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა. "დიდ­თოვ­ლო­ბის, ქარ­ბუ­ქის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გ - მშობლები

თოვა, ნისლი და ქარბუქი - როგორი ამინდები გველოდება უახლოეს დღეებში

2026-02-08 16:39:50+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, 9 თებერვალს კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.მათივე ცნობით, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

"დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)"- აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სოფელში, სადაც 7-8 თვე ზამთარია, მოსწავლეებს ხალისი სჭირდებათ, ბავშვს სკოლაში მისვლა უნდა უხაროდეს და მასწავლებლების მთავარი მიზანიც ბავშვის ბედნიერება უნდა იყოს - გაიცანით მასწავლებელი სვანეთიდან
ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო თბილი იქნება? - გარემოს ეროვნული სააგენტო სეზონის პროგნოზს აქვეყნებს