რატომ ჩნდება ქათმის ფილეზე მომწვანო ფერის ლაქები და არის თუ არა ასეთი ხორცი მავნებელი - მშობლები

რატომ ჩნდება ქათმის ფილეზე მომწვანო ფერის ლაქები და არის თუ არა ასეთი ხორცი მავნებელი

2026-02-09 13:21:56+04:00

ქათმის ფილეს შეძენისას ბევრჯერ შეგვიმჩნევია ხორცზე მომწვანო ფერის ლაქები. რისგან არის ეს ლაქები გამოწვეული და რამდენად მოქმედებს ის ხორცის ხარისხზე - ამის შესახებ განმარტებას სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული აკეთებს:

"ზოგი ამბობს, რომ ეს არის ქიმია, ზოგი ამბობს, რომ ქათამი გაფუჭებული ან დაავადებულია. რეალურად ეს პრობლემა სულ სხვა მიზეზით არის გამოწვეული. ქათმის ხორცის მწვანე შეფერილობა დაკავშირებულია არა მოწამვლასთან ან ინფექციასთან და ქიმიასთან, არამედ ისეთ დაავადებასთან, რომელსაც ეწოდება მწვანე კუნთის დაავადება.

დაავადება ძირითადად, ბროილერის ჯიშის ქათმებშვი გვხდება, რომლებიც ფერმებში იზრდებიან. ვინაიდან ეს ქათამი არ მოძრაობს, ძირითადად არის ერთ ადგილას და უეცარი მოძრაობის დროს ან ფრთების უეცარი გამოძრავებისას, სისხლის მიმოქცევა იკლებს, ზიანდება კუნთი და დროთა განმავლობაში ეს დაზიანებული კუნთი მწვანე შეფერილობას იღებს.

ეს მდგომარეობა არ აზიანებს ქათმის ჯანმრთელობას, არ არის მომწამვლელი, არ არის ინფექციური. ძირითადად გვხდება მკერდის ნაწილში,, როცა მთლიან ქათამს ვყიდულობთ. ფილეში. არ შეგვხვდება, რადგან ის დამუშავებულია და მსგავსი დაზიანებული ადგილის აღმოჩენის შემთხვევაში დაიბრაკება და აღარ მოხვდება სარეალიზაციო ქსელში", - ამბობს ირაკლი არაბული.

რას წარმოადგენს ეს თეთრი ძაფები კვერცხში და ვარგისია თუ არა საჭმელად