რასკალსი - ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი ბავშვის საფენები მგრძნობიარე კანისთვის - მშობლები

რასკალსი - ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი ბავშვის საფენები მგრძნობიარე კანისთვის

2026-02-09 16:55:15+04:00

ცხოვრების პირველივე წამებიდან ბავშვი გარესამყაროსთან შეგუებასა და იმუნიტეტის ჩამოყალიბებას იწყებს, რაშიც კანი წამყვან როლს ასრულებს. ის ყველაზე დიდი ორგანოა დამცველობითი ფუნქციით და მისი სწორად მოვლა ახალშობილზე ზრუნვის აუცილებელი ნაწილია.

627968644-1398991994610855-4047872187390780249-n-1770641885.jpg

რა პრობლემებსა და გართულებებს ქმნის დაბალი ხარისხის საფენები?

  • თუ საფენი სრულყოფილად არ იწოვს სითხეს, კანი ხანგრძლივად სველია, რაც ზრდის წვის რისკს და იწვევს დაჭიმულობას; ასეთი საფენების ხანგრძლივად მოხმარება ზრდის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების რისკს, რაც სამედიცინო ჩარევას საჭიროებს;
  • ქიმიური ნივთიერებები და უხეში მასალები, რისგანაც დაბალი ხარისხის საფენები მზადდება, შეიძლება ალერგიისა და წვის მიზეზი გახდეს. ამგვარი პროდუქტის მოხმარება აზიანებს კანის ბარიერს, მისგან გამოწვეული წვისა და დაჭიმულობის შეგრძნების გამო კი ბავშვი ხშირად ტირის, წუხს, უჭირს ჩაძინება, უქვეითდება იმუნიტეტი და უფრო მიდრეკილი ხდება ინფექციების მიმართ.

ამ გამოწვევების საპირისპიროდ, რასკალსის (Rascals Premium Nappies) პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები შექმნილია სწორედ კანის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის და ამავდროულად, უზრუნველყოფს გაჟონვისგან სრულყოფილ დაცვას 12 საათის განმავლობაში.

630256994-1495542038577191-3437974096738968872-n-1770641923.jpg

საფენები დერმატოლოგიურად ტესტირებული და ჰიპოალერგიულია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის მგრძნობიარე კანისთვის. უნიკალური მშთანთქმელი ბირთვი ოთხშრიანი დაცვით ეფექტურად აკავებს სითხეს, ხოლო ინოვაციური ტექნოლოგია ქმნის სუნთქვად და განსაკუთრებულად რბილ ტექსტურას.

625062898-897220293168751-7246213310646401973-n-1770641885.jpg

ბრენდი 2016 წელს შეიქმნა და მის უკან დგას მშობელი, რომელიც საკუთარი პრობლემის გადაჭრით მილიონობით ადამიანს დაეხმარა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „რასკალსის“ დამფუძნებლის ახალშობილს აწუხებდა ეგზემა, რა გამოცდილებითაც მან გადაწყვიტა, შეექმნა საფენები, რომლებიც განსაკუთრებით ნაზი, უსაფრთხო და სანდო იქნებოდა მგრძნობიარე კანისთვის. „რასკალსი“ მარტივად გადაჭრის გაჟონვისა და კანის გაღიზიანების პრობლემებს, რაც მეტ სიმშვიდეს ნიშნავს მშობლისთვის.

625080146-2138214970345599-5974955093120124840-n-1770641885.jpg

ბრენდი გამორჩეულია ეთიკური მიდგომითაც როგორც მომხმარებლების, ასევე გარემოს მიმართ - ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით, „რასკალსი“ ქმნის უმაღლესი ხარისხის ბიოდეგრადირებად საფენებს, რომლის სანდოობაც 210 000-ზე მეტი 5-ვარსკვლავიანი შეფასებით დასტურდება. აღნიშნული შეფასებები კმაყოფილ მშობლებს ეკუთვნით. ბრენდის განსაკუთრებით აქტიური მომხმარებლები არიან მშობლები, ვის შვილებსაც კანის გაღიზიანებისკენ აქვთ მიდრეკილება და სწორედ ისინი ადასტურებენ საფენების შედეგიანობას და უსაფრთხოებას.

„რასკალსის“ პროდუქციის ფართო ასორტიმენტში წარმოდგენილია საფენები ერთიდან შვიდ ზომამდე. 6 ძირითადი ინოვაციური ტექნოლოგია, რომლითაც პროდუქცია იქმნება, უზრუნველყოფს სითხის სწრაფ შთანთქმას და ინარჩუნებს კანის სიმშრალეს 12 საათის განმავლობაში. საფენის რბილი, ჰაერგამტარი მასალა არ აღიზიანებს კანს, ელასტიკური გვერდები კი თავისუფლად მოძრაობს და კომფორტს უქმნის ბავშვს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მშვიდი ძილისთვის.

რისგან შედგება „რასკალსის“ პრემიუმ ხარისხის საფენები?

  • გელი, რომელიც შლის სითხეს და ინარჩუნებს სიმშრალეს;
  • დამცავი ფენა;
  • ელასტიკური მასალა კომფორტული თავსებადობისთვის;
  • სამაგრები.

„რასკალსის“ უმაღლესი ხარისხის საფენების სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია PSP-ს სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. შეძენა შესაძლებელია ასევე ვებგვერდსა და აპლიკაციაში.

R