"რატომ არ აცდიან ბავშვობას?", "ნუთუ ის ჯერ მხოლოდ 14 წლისაა?" - რატომ იწვევს აჟიოტაჟს ბიონსეს ქალიშვილის ყოველი გამოჩენა და რას უმზადებენ გოგონას გავლენიანი მშობლები? - მშობლები

"რატომ არ აცდიან ბავშვობას?", "ნუთუ ის ჯერ მხოლოდ 14 წლისაა?" - რატომ იწვევს აჟიოტაჟს ბიონსეს ქალიშვილის ყოველი გამოჩენა და რას უმზადებენ გოგონას გავლენიანი მშობლები?

2026-02-10 11:10:22+04:00

ბლუ აივი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავური ბავშვია, რომელსაც დაბადებიდან განიხილავენ, რადგან მშობლებიც ხელს უწყობდნენ ამ მძაფრი ინტერესის გაღვივებას, ძვირად ღირებული საჩუქრებით, მდიდრული დაბადების დღეებით და ა.შ. ბოლო დროს კი ბიონსე და ჯეი ზი თითქმის სულ მასთან ერთად ჩნდებიან და შოუბიზნესის სფეროში გზას უკვალავენ. თუმცა გოგონას, რომელიც 12 წლიდან ქუსლებზე დგას და ზრდასრული ქალივით გამოწყობილი ჩნდება ღონისძიებებზე, არაერთგვაროვანი რეაქციებით ხვდებიან...

დაპატენტებული სახელი

ბლუ ყოველთვის ძალიან ჰგავდა თავის ცნობილ დედას, მაგრამ ახლა ის მის ასლად იქცა. გულშემატკივრები იბნევიან კიდეც, რომელი რომელია და ვარაუდობენ, რომ ქალიშვილი მალე არა მხოლოდ დაეწევა, არამედ გადააჭარბებს კიდეც ბიონსეს სილამაზით და ბრწყინვალებით.

ბლუ აივიმ პოპულარობა პირველი სიტყვის წარმოთქმამდეც კი მოიპოვა. დაბადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ბიონსემ და ჯეი-ზიმ ოფიციალურად დაარეგისტრირეს და დააპატენტეს მისი სახელი იმ იმედით, რომ თავიანთ ქალიშვილს ნამდვილ ბრენდად აქცევდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პირველი ბავშვური ტირილი მამამისის სიმღერაში "Glory" გამოჩნდა, რამაც ახალშობილი მყისიერად Billboard-ის ჩარტებში აიყვანა.

blue-ivy-5-1fa2656ededb489a9a25d9e875a7396d-1738691981-1770708581.jpg

შოუბიზნესის ორი ყველაზე გავლენიანი ფიგურის შვილისთვის ასეთი დასაწყისი სრულიად მოსალოდნელი ჩანდა. თუმცა, საზოგადოებამ საკმაო სკეპტიციზმით უპასუხა. ბლუ აივის მაშინვე შეარქვეს "ნეპო-ბავშვი" - ცნობილი ადამიანების შვილი, რომელთათვისაც ყველა კარი ბუნებრივად იღება. მისი პირველი მნიშვნელოვანი ჯილდო, "გრემი", რომელიც ცხრა წლის ასაკში მიიღო დედის მუსიკალურ ვიდეოში „Brown Skin Girl“ მონაწილეობისთვის, ბევრმა ამ ფაქტის დასტურად მიიჩნია. იმასაც ამბობდნენ, რომ ამბიციური დედა მას სცენაზე ექაჩებოდა, თავად გოგონას კი ეს ნაკლებად აინტერესებდა.

თუმცა, ეს ჭორები დიდი ხანია მისმა ბებიამ, ტინა ნოულსმა, უარყო. მან არაერთხელ თქვა, რომ ბლუს ძალიან სურს შოუბიზნესში ჩართვა. იმდენად, რომ ბიონსეს დაყოლიება მოუწია და დაჰპირდა, რომ ინტენსიურად ირეპეტიციებდა, რათა მასთან ერთად სცენის გაზიარების შანსი ჰქონოდა. როგორც ჩანს, ბლუ აივიმ უკვე გააკეთა საბოლოო არჩევანი და უკვე დედასთან ერთად დგას არა მხოლოდ კონცერტებზე, არამედ ჯილდოების გადაცემისასაც.

1375x1719-0xhygauyvp-0676399272491551277-1770708579.jpg

5000x3333-0xhy9whklv-9230098552465792753-1770708580.jpg

მისი ცეკვების ვიდეოები მილიონობით ნახვას აგროვებს. ის ყველაფერს ძალიან სერიოზულად და პასუხისმგებლობით უდგება. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოძრაობები შეიძლება რამდენიმე წლის წინ ცოტა ბავშვურად და უხერხულად ჩანდა, ახლა ის ზრდასრული არტისტივით გამოდის. და ახლა ის გაცილებით უფროსი ჩანს, ვიდრე არის. ბლუ აივიმ მემკვიდრეობით მიიღო არა მხოლოდ ცნობილი დედის სახის ნაკვთები, არამედ იგივე განსაცვიფრებელი გარეგნობა, რომელიც ბიონსეს ახალგაზრდობაში ჰქონდა. ის თითქმის ისეთივე მაღალია, როგორც დედამისი და ზოგან უფრო მაღალიც კი ჩანს. მან ასევე მემკვიდრეობით მიიღო დედის ცნობილი სტილი. ბიონსეს მსგავსად, მასაც უყვარს შთამბეჭდავი კორსეტები, რომლებიც მის ფიგურას ხაზს უსვამს. ეს ყველაფერი კი ბევრს არ მოსწონს, რადგან 12, 13, 14 წლის გოგონა დეკოლტეებით და მაღალი ქუსლებით, არაერთგვაროვან მოსაზრებებს იწვევს. "რატომ აიძულებენ, რომ დროზე ადრე დაქალდეს?" "25 წლისას ჰგავს", - აღშფოთებულ კომენტარებს წერდნენ სოციალურ ქსელში.

beyonce-jayz-gty-ml-241210-1733835901084-hpmain-4x5-608-1738691981-1770708581.jpg1334x1997-0xl9s4jcn4-8330183237488021921-1770708579.jpg

ფაქტია, მშობლებს ეს არ აღელვებთ. მშვიდად მიჰყვებიან მისი გავარსკვლავების გზას.

snapinst-1738691981-1770708581.app_476076041_18480713161029776_2528699856804404407_n_1080.jpgjay-z-beyonce-and-blue-ivy-carter-grammys-2025-billboard-1548-1738691981-1770708581.webp3046x2031-0xosvuy4ai-8524282766252266910-1770708580.jpg2000x3000-0xuul6ntma-9197003003298025895-1770708580.jpg728x593-1-c5ea0813b69791fd8151b3de3c86271e4200x3423-0xz49pownu-4090508536978387911-1770708579.jpg.webp728x485-1-8f2b3a306bfb236bd637b35fd3b0b5ad4312x2875-0xqtiausjc-7378788044262194942-1770708579.jpg.webp159b3c58-a943-4106-8664-f1f75bc6c24c-1731387736-1770708579.jfif

ბლუ აივი კარტერი 2012 წლის 7 იანვარს დაიბადა. მუსიკოსები 2008 წელს დაქორწინდნენ. როდესაც ბლუ აივი ხუთი წლის იყო, მომღერალს ტყუპი შეეძინა - ვაჟი სერ და ქალიშვილი რუმი. თუმცა ისინი ჯერჯერობით ნაკლებად ჩანან ასპარეზზე.