მშობლები ყოველთვის მაქსიმალურს და საუკეთესოს ითხოვენ შვილებისთვის და ასეც უნდა იყოს. თუმცა ბევრი ფაქტორია, რაც მშობლებმა თავადაც უნდა გაითვალისწინონ. ვის რა აღიზიანებს მშობლების ქცევასა და დამოკიდებულებებში - ამის შესახებ აზრის გამოთქმა ჩვენს მკითხველებს ვთხოვეთ, რომლებმაც თავიანთი აზრი სოციალურ ქსელში დააფიქსირეს.
- "რა მაღიზიანებს და შეუგნებლობა, უინტელექტობა, უყურადღებობა.
- კარგი მშობლობისთვის აუცილებელია გქონდეს შეგნების მაღალი დონე და უმაღლესი განათლება თუ ვერა, ინტელექტი მაინც.
- მშობელი რომ ხარ, უნდა იცოდე, როდის როგორ მოიქცე შენს შვილთან მიმართებაში, ისე რომ სხვა არ შეაწუხოს შენმა შვილმა, კეთილი ინებო და პატივი უნდა სცე სხვის პირად სივრცეს, თუ ხედავ რომ სხვას აწუხებს, უნდა გამოიყვანო! უნდა მიხედო შენს შვილს! მარტო გაჩენა და ტელეფონში სქროლვა არაა დედობა. შენს შვილთან უნდა იყო მკაცრი იმდენად, რომ გიჯერებდეს, შენს სიტყვას ძალა ჰქონდეს. თუ გაციებული გყავს ან ხმაურობს, უნდა მიხედო, რომ სხვისი შვილიც არ დავირუსდეს და თუ სძინავს, არ გააღვიძოს. შენი შვილის დაყრილი შენ უნდა მოაწესრიგო და შვილები უყურადღებოდ არ დატოვო. თუ რამეს გააფუჭებენ, ბოდიში უნდა მოიხადო და აღიარო! თუ ვერ ანაზღაურებ, მიმალვა, დამალვა და ვითომ არ იცი, ვინ ქნა, სირცხვილია !!!"
- "შვილების დაფიცება და მითუმეტეს, ტყუილზეც რომ გაიწყვეტენ შვილებს"
- "რა მაღიზიანებს და, რომ ჩამოდგებიან და დაიწყებენ თავიანთ ბავშვის შექებას, ასე წერს, ისე სწავლობს, ისე ცეკვავს, ისე იცის ასე იცისო. მესმის, მშობელს უნდა, რომ წარმოაჩინოს თავისი შვილი, მაგრამ არ ჯობია მასწავლებელმა შეაქოს სხვა მშობლების თანდასწრებით ვიდრე შენ და იყოყლოჩინო? არასდროს შემიქია ეგრე სახალხოდ და მასწავლებელმა მშობლებს უთხრა, ძალიან მომწონს ეს ბავშვიო, მაგ მომენტში თითქოს ფრთები გამომესხა. სკოლაშიც და ცეკვაზეც სულ აქებენ, მაგრამ არ ვტრაბახობ სხვა მშობლებში ნიშნისმოგების მიზნით."
- "მასწავლებელმა ან დედამთილმა რომ შენიშვნა მისცეს მათ შვილს, სახით ახოხიალებენ, ბავშვი ისტრესებაო. თავად კი, როცა სჭირდებათ, კიდევ უყვირიან, საათობით მობილურითაც დასვამენ, კარგადაც მოსცხებენ... მოკლედ, ყველა წესს დაარღვევენ, ოღონდ თავისი "გაისწორონ".
- "უყურადღებო მშობელი ხომ საშინელებაა და გადამეტებულად ყურადღებიანი - მთლად კატასტროფა. ყველა სიტყვას რომ ზომავს, გაუთავებელი უწი-პუწი ბავშვთან, ჩვილ ბავშვს რომ ბოდიშს უხდის ან ნებართვას სთხოვს, ამდენი რჩევა-დარიგებების მოსმენის მერე არაადეკვატური ხდება ზოგი".
- "მშობლები არა, მაგრამ მკაცრ ბებია-ბაბუას ვერ ვიტან. ბავშვს რომ ბაბუასი ეშინია, ბებია რომ უკივის ბოლო ხმაზე... საშინელებაა".
- "მატრაკვეცა მშობლები, სულ რომ დაცქვეტილი აქვთ ყურები, როდის რამდენი შეუგროვონ მასწავლებლებს. თან ჯამ-ჭურჭლით რომ მიადგებიან მერე, გეგონება ბიცოლას მიართვეს საჩუქარი. ვერ უნდა გაარჩიო, ვის რას ჩუქნი? რაღაც დისტანცია ხომ უნდა დაიჭირო".
- "ჩემი შვილი ამას არ იზამდა, არ იტყოდა, არ ჩაარტყამდა, არ გააფუჭებდა... ვერასდროს დაუმტკიცებ, რომ მისმა შვილმაც გააფუჭა რამე".
- "ჩემი შვილი საუკეთესოა" - ეს მიდგომა. სულ რომ თავიანთი შვილების ქებაში არიან და ამ დროს შენიც რომ გააკრიტიკონ ბარემ, ეგეც არ ერიდებათ".
- "მშობელი, რომლისთვისაც პრიორიტეტია ჩაცმა-დხურვა, ბოლო მოდელის ტელეფონი და აღზრდა-განათლებას "არა უშავს". თუნდაც მთელი დღე გარეთ იყოს. ეს მიდგომა მათთვისაც სავალალოა და სხვებისთვისაც".