"საყოფაცხოვრებო ჩხუბში ვიგულისხმე სკვერში რომ არის ჩხუბი... არ მქო­ნია შემ­თხვე­ვა, ვინ­მე მო­სუ­ლი­ყო და ეთ­ქვა, დე­მეტ­რემ სად­მე იჩხუ­ბა. პო­ლი­ცი­ა­შიც კი არ და­ვუ­ბა­რე­ბი­ვართ არა­სო­დეს..." - რას ამბობს გიგა ავალიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის დედა? - მშობლები

"საყოფაცხოვრებო ჩხუბში ვიგულისხმე სკვერში რომ არის ჩხუბი... არ მქო­ნია შემ­თხვე­ვა, ვინ­მე მო­სუ­ლი­ყო და ეთ­ქვა, დე­მეტ­რემ სად­მე იჩხუ­ბა. პო­ლი­ცი­ა­შიც კი არ და­ვუ­ბა­რე­ბი­ვართ არა­სო­დეს..." - რას ამბობს გიგა ავალიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის დედა?

2026-02-11 14:56:59+04:00

პროკურატურის მიერ გავრცელებული უმძიმესი კადრების შემდეგ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, დემეტრე ჩიქოვანის დედა სოფო ძნელაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებზე კიდევ ერთ კომენტარს palitravideo.ge -სთან აკეთებს:

"საყოფაცხოვრებო ჩხუბში ვიგულისხმე ბოლო ვიდეოში, სკვერში რომ არის ჩხუბი, იქ ამოვიცანი ჩემი შვილი. დანარჩენ ვიდეოებში დემეტრე ჩიქოვანი არ არის. ამ სკვერის ჩხუბის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი არაფერი, გამომეპარა და ვერ გავიგე, რომ სკვერში რაღაც ჩხუბი მომხდარა. ზოგადად დემეტრესთან დაკავშირებით არასოდეს მქონია შემთხვევა, რომ კონფლიქტები ჰქონოდა ვინმესთან და ეს ფაქტი გამომპაროდა. არ მქონია შემთხვევა, რომ ვინმე მოსულიყო და ეთქვა, დემეტრემ სადმე იჩხუბა. პოლიციაშიც კი არ დავუბარებივართ არასოდეს..."

შეგახსენებთ, დემეტრე ჩიქოვანის დედამ, გუშინ გავრცელებული კადრების შემდეგ თქვა, რომ ეს იყო "საყოფაცხოვრებო ჩხუბი", რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. განაგრძეთ კითხვა

უსაფრდებოდნენ მსხვერპლს, უმოწყალოდ სცემდნენ და ყველაფერს ტელეფონით იღებდნენ - გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულები სხვა ძალადობრივ დანაშაულებებშიც ამხილეს
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო! მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! ისე გავზარდე 2 ღირსეული შვილი, რომ დახმარება არავისთვის მითხოვია - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვა