„ალა თავის თავს აღარ ჰგავს..." "აშკარად მაგარ კოსმეტოლოგს მიაგნეს..." - ალა პუგაჩოვას და მისი ქმრის ახალ ფოტოებს კვლავ აჟიოტაჟი მოჰყვა - მშობლები

„ალა თავის თავს აღარ ჰგავს..." "აშკარად მაგარ კოსმეტოლოგს მიაგნეს..." - ალა პუგაჩოვას და მისი ქმრის ახალ ფოტოებს კვლავ აჟიოტაჟი მოჰყვა

2026-02-11 20:16:54+04:00

ორიოდე კვირის წინ, რუსი შოუმენი მაქსიმ გალკინი ცნობილ ფრანგულ კურორტ კურშეველიდან აქვეყნებდა ფოტოებს და მისი ყველა მორიგი ფოტოსესია დიდი მოწონებით სარგებლობდა. სოციალურ ქსელში მისი გამომწერები რა ხანია, აღნიშნავენ, რომ ახალი იმიჯი მას ძალიან უხდება.

maks46-1769935324.jpg
last-days-in-courchevel-1-1770267817.jpg

მაქსიმმა მოულოდნელად შეიცვალა სტილი, თითქოს დრო უკან დააბრუნა. ინტერნეტის მომხმარებლები, რომლებიც ადრე კომიკოსს მხოლოდ ირონიულ წამყვანად აღიქვამდნენ, ახლა სერიოზულად განიხილავენ მის გარეგნობას. ახალმა ფოტოებმა თავისი საქმე გააკეთეს: მოწესრიგებულმა წვერმა, ტონუსში მოყვანილმა ფიგურამ და თავდაჯერებულმა მზერამ მაქსიმი ნამდვილ „სექსუალურ კაცად“ აქცია და ქალთა არმია გაააქტიურა მის გვერდზე სოციალურ ქსელში.

ala3-1770827136.jpg

დაიწყო საუბრები იმაზე, გაიკეთა თუ არა რამე 50 წლის გალკინმა. ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ მას ენდოსკოპიური სახის ლიფტინგი აქვს გაკეთებული, რომელიც ძალიან დელიკატურად ტარდება: სახის გამომეტყველება შენარჩუნებულია, ნაოჭები ბუნებრივად გამოიყურება და კანი არ არის „დაჭიმული“.

არანაკლებ გარდასახული ჩანს 76 წლის პრიმადონაც. როგორც ჩანს, ალამ გადაწყვიტა, გამოჩენილიყო და მისი ქმრის ახალი იმიჯის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ასე გამოხმაურებოდა. ის ჯერ კურშეველის ფოტოსერიაში გამოჩნდა ქმრის გვერდით.
ala-1770267104.png
ახლა კი მაქსიმმა ლიმასოლიდან გამოაქვეყნა ფოტოები.
ala66-1770827137.jpgala87-1770827137.jpgala8-1770827136.jpg

76 წლის პრიმადონა თავის ასაკთან შედარებით შესამჩნევად ახალგაზრდად გამოიყურება. არ დაახანა ქალების კომენტარებმაც: "შეგვახსენეს, რომ ის ცოლიანია. დავიშალეთ", "ასწლეულის საუკეთესო წყვილი", "აბა, რა, მაქსიმ, მთავარია "ამინდი ოჯახში". ასევე ბევრი აღნიშნავს, რომ ალა ძალიან შეცვლილია: "თავის შვილ კრისტინას დაემსგავსა..." "თავის თავს აღარ ჰგავს", "ნუთუ ამდენ ფილტრს იყენებენ?", "აშკარად მაგარ კოსმეტოლოგს მიაგნეს..."

ცოტა ხნის წინ, ვრცელ ინტერვიუში, ალამ აღნიშნა, რომმაქსიმთან ქორწინებას ყველაზე დიდ გამართლებას და სიყვარულს უწოდებს:

- მას საოცარი ნიჭი აქვს - შემიყვაროს, შეიყვაროს თავისი ოჯახი და იზრუნოს ჩემზე. შემიყვარდა და მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც მჭირდებოდა. ჩვენ აბსოლუტური ჰარმონია გვაქვს...ოჯახი მხოლოდ სექსი არ არის. ეს არის მეგობრობა, გაგება, მხარდაჭერა, - ხაზგასმით აღნიშნა პუგაჩოვამ.

როდესაც ჰკითხეს, აქვს თუ არა პირადი ცხოვრება 50 წლის შემდეგ, ალამ თავდაჯერებულად უპასუხა: „დიახ. და არსებობს გართობის სხვადასხვა გზა, რასაც ასაკი ხელს არ უშლის“.