„უკვე ერთი წელი გავიდა და მეორე დაბადების დღე ჩემი ალექსანდრესი, რომელსაც პირადად ვერ ვულოცავ... რაც ჩემში ხდება, რაც ჩემს გულში ტრიალებს, რთულია ამოიცნოს ვინმემ..." - დაკარგული 14 წლის ბიჭის დედის მიმართვა - მშობლები

„უკვე ერთი წელი გავიდა და მეორე დაბადების დღე ჩემი ალექსანდრესი, რომელსაც პირადად ვერ ვულოცავ... რაც ჩემში ხდება, რაც ჩემს გულში ტრიალებს, რთულია ამოიცნოს ვინმემ..." - დაკარგული 14 წლის ბიჭის დედის მიმართვა

2026-02-11 20:36:31+04:00

14 წლის ალექსანდრე მიქელაძე, რომელიც 2025 წლის 16 იანვარს, ჯერაც არ უპოვიათ. უკვე წელიწადზე მეტი გავიდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავშვის პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს, კამერებში ჩანს, როგორ დებს ალექსანდრე სკამზე ამ ნივთებს და მას შემდეგ კვალი ქრება.

ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრე იმ საღამოს ინგლისურის გაკვეთილიდან მარტო გამოვიდა და მას შემდეგ დაიკარგა. საქმეში ჩართული იყო პოლიცია, სანათესავო, ყველგან ეძებდნენ მოზარდს. პოლიციაში დაიკითხნენ ის ადამიანები, ვისაც შეხება ჰქონდა არასრულწლოვანთან, მაგრამ არანაირი ხელჩასაჭიდი არ გამოჩენილა.

ალექსანდრეს დედა, ნათია დიაკვნიშვილი, სოციალურ ქსელში გამუდმებით წერს, ვიდეომიმართვებსაც ავრცელებს და ხან საზოგადოებას სთხოვს დახმარებას შვილის პოვნაში, ხან თავად ალექსანდრეს მიმართავს.

„მე ვარ, ნათია დიაკვნიშვილი, ალექსანდრეს დედა, რომელიც უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ და უფალს ვთხოვ, რომ არასოდეს არავინ გენატრებიდეთ ისე, როგორც მე ჩემი ალექსანდრე. არასოდეს გახდეთ ნატრული იმ ჩახუტების, რასაც დღესდღეობით მე განვიცდი... მთელი გულით და არსებით გმადლობთ, იმ სიტყვებისთვის რასაც ჩემთვის, ჩვენთვის უპირობოდ იმეტებთ გმადლობთ, უპირობო სიყვარულისთვის გმადლობთ და ბოდიში, რომ ვერ გპასუხობთ ინდივიდუალურად...

626764882-25549937044626939-7893109934622502979-n-1770829495.jpg

გადის დღეები, თვეები, უკვე ერთი წელი და მეორე დაბადების დღე ჩემი ალექსანდრესი, რომელსაც პირადად ვერ ვულოცავ. ურთულესია, მაგრამ ვმადლობ უფალს, რომ მოლოდინის რეჟიმში ვარ... რადგან ძალიან კარგად ვიცი, ბევრად უარესებიც ხდება...
უფალო, არასოდეს ვიტყვი: „რატომ მე", რადგან ამისთვის ენა არ მობრუნდება, მაგრამ გპირდები, რომ შენი მოკვდავი შვილი, მედგრად იდგება და დაელოდება იმ წამს, როცა ინებებ ჩვენს შეხვედრას, როცა ინებებ შენი ჩემდამი საჩუქარი, ჩემი ალექსანდრე ისევ მაჩუქო და გამხადო ღირსი მისი სურნელის ჩასუნთქვის, მისი ჩახუტების... დედაო ღვთისა, შენი მფარველი კალთა გადააფარე და დაიცავი ავისგან, ჩემი შვილი, ჩემი ალექსანდრე...
მიყვარხართ თითოეული თქვენგანი, თქვენ ხართ ჭეშმარიტად ადამიანები, მადლობა, რომ არსებობთ, მიყვარხართ და გიგზავნით უდიდეს სითბოს დამსახურებულად...
დაგლოცოთ უფალმა და დედა ღვთისამ", - წერს ნათია.
554782401-24412572701696718-6153300063391337596-n-1770829494.jpg
ერთ-ერთ ბოლოდროინდელ პოსტში კი ის კვლავ თავის შვილს მიმართავს:
"დეე, ჩემო ალექსანდრე... ჩემო მზის სხივო... ჩემო ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა... ალექს, იცი, ჩვეულებრივად (სხვისი შეხედვით) დავდივარ, ვიცინი, ვხუმრობ, ვმუშაობ... მაგრამ ის, რაც ჩემში ხდება, ის, რაც ჩემ გულში ტრიალებს, რთულია ამოიცნოს ვინმემ... დეე, სინამდვილეში შენი დედა აღარაა ისეთი. აუცილებელი რომ არ იყოს, ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი და თუ ამოვიღებდი, ბოლო ხმაზე ვიღრიალებდი და ამოვაყოლებდი ხოლმე ხავილს მთელ ტკივილს, მაგრამ არ შეიძლება, დეე, მე მყავს ადამიანები, ვისაც ჯერ ვჭირდები და მჯერა, რომ შენ მოხვალ და ისევ ისე მომიფრთხილდები, როგორც შენ გახასიათებს. გახსოვს, სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი, შენ ბებოსთან იყავი და დამირეკე: დეე, კორპუსების ქვევით არ იაროო, ძქლიან ძლიერი ქარია და ვიღაცას ფანჯარა გაუტყდაო.
გზაზე გადასვლისას, წინ, მოშორებითაც რომ ყოფილიყავი, მანქანის ხმას რომ გაიგებდი, მოდიოდი და გამწევდი (ჩემ გასაკეთებელს შენ აკეთებდი), ფრთხილად, მანქანა მოდისო. იცი დეე, ყველგან შენ ხარ! აი, ტელეფონზე ხილულად და ჩემს გულსა და თვალებში სხვის უხილავად...
627930828-25569833679303942-4499275952794298510-n-1770829496.jpg
დეე, მთელი ძალებით, მთელი ჩემი არსებით თავს ვაძალებ, რომ ფიქრებს არ ჩავუღრმავდე, რადგან ვერ ვუძლებ შენს მონატრებას, ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე. არ მინდა, ვიტირო და იცი, რატომ? იმიტომ, რომ შენ არ გამოგიგზავნო ჩემი ნეგატივი, დეე, სადაც ხარ და უფრო არ დაგიმატო დარდი, ჩემო მონატრება. კიდევ იმიტომ, რომ ადამიანებმა, ვისთვისაც სულ ერთი არ ვარ, არ იდარდონ და არ დავუმატო საფიქრალი... ღმერთმა, მხოლოდ ღმერთმა იცის, რა ხდება ჩემში, რა უკიდეგანოა ჩემი შენდამი მონატრება, შენი დანახვის, ჩახუტების და შენი სურნელის შეგრძნების სურვილი... ნეტა ამიხდეს და მერე... მერე... მერე... ოხ, რა ძლიერ მენატრები, დეეე... ღმერთო, დედაო ღვთისა, დალოცეთ ჩემი, ჩვენი ალექსანდრე, სადაცაა და დაიფარეთ ავისგან... მაპატიეთ ყველამ, თუ თავს მოგახვიეთ ჩემი საფიქრალი და აგაღელვეთ. მადლობა ყველას სიყვარულისთვის და თბილი სიტყვებისთვის. დალოცვილები იყავით, მრავალჟამიერ".
627093757-25542312325389411-1055824590567044064-n-1770829495.jpg
საფეხმავლო ბილიკს გადადის, ხიდთან მისულს პოსტი აქვს დადებული... ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ტირილი მისთვის საშინელებაა. არ ვიტირებ, დე - დაკარგული მოზარდის მშობლები შვილს მიმართავენ