საყვარელზე თავდასხმის სკანდალის შემდეგ, მიხეილ ხუბუტია ხელახლა ქორწინდება ქართველ ცოლზე, რომელთანაც 30 წელი იცხოვრა - მშობლები

საყვარელზე თავდასხმის სკანდალის შემდეგ, მიხეილ ხუბუტია ხელახლა ქორწინდება ქართველ ცოლზე, რომელთანაც 30 წელი იცხოვრა

2026-02-13 08:20:09+04:00

მილიონერი მიხეილ ხუბუტია საზოგადოებას არ აკლებს სიახლეებს.

საყვარელზე თავდასხმის და ერთწლიანი შინაპატიმრობის შემდეგ მან ვრცელი ინტერვიუ მისცა რუს ჟურნალისტ ანდრეი მალახოვს და ყოფილი საყვარლის მხრიდან მანიპულაციებზე, ფულის გამოძალვასა და სხვა დეტალებზე ისაუბრა. იმავე ვიდეოინტერვიუში საჯაროდ მოუხადა ბოდიში ცოლს და უფროსი შვილების დედას ეკატერინე ჯანაშიას.

როგორც ცნობილია, წყვილი ბოლო წლებში ერთად არ ცხოვრობდა, შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ურთიერთობა გაურთულდათ. თუმცა მოგვიანებით კვლავ განაახლეს კავშირი და მათი უმცროსი ვაჟიც გაჩნდა.

s-novym-godom-1768561728.jpg

ამავე პერიოდში გამოჩნდა ბიზნესმენის ცხოვრებაში იულია ვანი და მასთანაც ეყოლა ქალიშვილი. მერე კი, ცნობილი სკანდალიც ატყდა - 2025 წლის გაზაფხულზე, ხუბუტიასა და 29 წლის მოდელის, იულია ვანის ისტორიამ მთელი რუსული მედია მოიცვა. ვანმა გაამხილა, რომ მას ყოფილი შეყვარებული თავს დაესხა. მან სოციალურ ქსელში გაავრცელა თავდასხმის შემდგომი კადრები: მისი თქმით, ხუბუტია სახლში შეიჭრა, სადაც ის შვილთან ერთად ცხოვრობდა და ნაჯახით დაჭრა. ქალი ხელებსა და ფეხებზე ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს... ამას მოჰყვა ხმაურიანი გარჩევები, თავის მართლებები და სასამართლოს განაჩენი.

ხუბუტია დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. თუმცა, თავად ყოფილმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა ვანთან წმინდა „ფინანსური“ იყო: მისი თქმით, იულია ერთი პაემნისთვის 10 000 რუბლს ითხოვდა, მოგვიანებით კი თვეში 1 მილიონი რუბლის ღირებულების „პაკეტურ მომსახურებას“ სთავაზობდა.თუმცა, სასამართლოში ხუბუტიამ სრულად აღიარა დანაშაული და ნაწილობრივ აანაზღაურა ვანის სამედიცინო ხარჯები. საბოლოოდ, მას ერთწლიანი პირობითი მსჯავრი მიესაჯა. მან და ვანმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ვანს ყოველთვიურად 150 000 რუბლს გადაურიცხავდა ალიმენტისთვის (თუმცა საჯაროდ ეჭვქვეშ აყენებს მამობას).

original-1-1770957808.webp

ახლა კი ყოფილმა ჩინოვნიკმა თავის Instagram-ის გვერდზე განაცხადა, რომ 30-წლიანი ქორწინების შემდეგ ეკატერინა ჯანაშიასთან ურთიერთობას უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირებს.

„მან თანხმობა მომცა! ვაშა“, - საჯაროდ ხელი მოაწერა ხუბუტიამ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს წყვილის რეგისტრაციას 9 თებერვალს რეესტრის ოფისში.

ცნობილ ვიდეოინტერვიუში ეკა ჯანაშიამაც გააკეთა კომენტარი.

„ეს საშინელება იყო. ღალატად მივიჩნევ“, თქვა ეკამ. „მოსკოვში არ ვიყავი. ჩავფრინდი და ვესაუბრე. ძალიან შემეცოდა... ჯერ კიდევ ძალიან მტკივა და ვფიქრობ, რომ დიდხანს ასე იქნება. მაგრამ ასეთია ბედისწერა... ჩვენ იმ ასაკში აღარ ვართ, რომ საჩუქრებით პატიება ვითხოვოთ. მან ჩემს წინ დაიჩოქა, მევედრებოდა და ტიროდა. ძალიან შერცხვა, სახე დაიფარა და იყვირა: „მრცხვენია“. ძალიან შემეცოდა“, - თქვა ხუბუტიას მეუღლემ. ის აღიარებს, რომ მთელმა ინციდენტმა კვალი დატოვა მის სულში და რომ ქმრის პატიება ადვილი არ იყო. ის მოსკოვში არ იმყოფებოდა, როდესაც მისი ქმრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

„რა თქმა უნდა, ეს საშინელებაა. საშინელი ისტორიაა. მე ამას ღალატად მივიჩნევ. მაგრამ, როგორც ხედავთ, გადავიტანე. ჩამოვფრინდი, ვესაუბრე და ძალიან შემეცოდა. რა თქმა უნდა, ეს ისევ მტკივნეულია. და ვფიქრობ, ეს დიდხანს გაგრძელდება“, - გაამხილა ეკამ.

მისი თქმით, ხუბუტიამ მოინანია და ბევრი რამ გააცნობიერა, რამაც მის საქციელზე იმოქმედა. „ის შეიცვალა. მეშინოდა კიდეც. მეგონა, მოკვდებოდა. ამიტომაც შეუძლებელი იყო მისი მიტოვება. მას ჩემ გარდა არავინ ჰყავს. დიახ, უფროსი ვაჟი გვყავს, მაგრამ მას უკვე ჰყავს საკუთარი ოჯახი...“ - ამბობს მილიონერის კანონიერი ცოლი, რომელიც მიიჩნევს, რომ მართალია, ეს ღალატია, თუმცა არასაკმარისი მიზეზია ოჯახის დასანგრევად, - "ასეთი უბედურება მჭირს... ასეთი ბედი მაქვს. ალბათ სიყვარულიცაა... ჩვენ უკვე ერთი მთლიანი ვართ, ასე მგონია. იმდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს - 6 წლიდან. ის უკვე შენი ადამიანია, შენი ხორცი".

რა ვიდეო გაასაჯაროა მიხეილ ხუბუტიამ, რაში ითხოვდა მისი საყვარელი მილიონს და რატომ აპატია კანონიერმა ცოლმა - მუხლებზე დაეცა და ატირდა... შემეცოდა... ჩემ გარდა არავინ ჰყავს...
მთელი ნახევარი წელი ვდუმდი... ჯადოებს მიკეთებდა, ჩემი მოკვლა უნდოდა, რომ ქონება დარჩენოდა... ბოლოს 100 მილიონს ითხოვდა... - ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას მიმართვა განაჩენის შემდეგ