სანამ 18 წლის თავდამსხმელი სკოლაში შეიჭრებოდა, სახლში დედა და ძმა მოკლა... - კანადაში მომხდარი მასობრივი სროლის დეტალები და ოფიციალური უწყებების შეცდომები - მშობლები

სანამ 18 წლის თავდამსხმელი სკოლაში შეიჭრებოდა, სახლში დედა და ძმა მოკლა... - კანადაში მომხდარი მასობრივი სროლის დეტალები და ოფიციალური უწყებების შეცდომები

2026-02-13 10:48:51+04:00

2026 წლის 10 თებერვალს, კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის შტატში, ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში მასობრივი სროლა მოხდა. თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის, თავდამსხმელიც, დაიღუპა, ხოლო 27 ადამიანი დაშავდა.

აღნიშნულ სკოლაში მე-7-დან მე-12 კლასამდე 175 მოსწავლე სწავლობდა. სკოლა საერთაშორისო სტუდენტური განათლების პროგრამაში მონაწილეობდა.

ცნობილია, რომ სროლა ფელერსის გამზირზე მდებარე სახლში დაიწყო, რის შედეგადაც თავდამსხმელის დედა და ნახევარძმა დაიღუპნენ. ოჯახის სხვა წევრებმა პოლიციას შეატყობინეს. პოლიცია მალევე სახლთან ახლოს მდებარე სკოლაშიც გამოჩნდა. თუმცა, თავდამსხმელმა სახლიდან გასვლა, სკოლაში შესვლა და ცეცხლსასროლი იარაღით ადამიანების მოკვლა მოასწრო. მან ცეცხლი კიბეებზე მდგომ ბავშვებს გაუხსნა, შემდეგ სკოლის ბიბლიოთეკაში ხუთი მოსწავლე მოკლა და თავი მოიკლა. დაღუპულთა შორის მასწავლებელიცაა.

kanada-2-1770965579.jpg

სკოლაში განგაში ატეხეს და მოსწავლეებს კარების ჩაკეტვა უბრძანეს. მოსწავლეებმა კარები მერხებით გადაკეტეს. ტერიტორიაზე არსებული სხვა სკოლებიც დაიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის კოლუმბიის პრემიერ-მინისტრის, დევიდ ების, განცხადებით, პოლიცია ადგილზე უსწრაფესად მივიდა, თავდამსხმელმა ადამიანების მოკვლა მაინც მოასწრო.

jesi3-1770970162.jpg

თავდასხმამდე, ეჭვმიტანილმა 39 წლის დედა და 11 წლის ნახევარძმა მოკლა. 27 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია....

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 18 წლის ტრანსგენდერი ჯესი ვან რუტსელაარია. ის დედის, ჯესი სტრენგის სახელს იყენებდა. ჯესიმ თავი მდედრობით სქესად 12 წლის ასაკში გამოაცხადა.

jesse-van-rootselaar-1770970162.jpg

jesi-1770970162.jpgjesi44-1770970162.jpg

როგორც ცნობილია, ახალგაზრდას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. ოჯახმა იქამდეც დახმარების მიზნით პოლიცია არაერთხელ გამოიძახა, თუმცა ახალგაზრდა ფსიქიატრიულ კლინიკაში არ გადაუყვანიათ.

ასევე შეცდომები იყო დაშვებული ოფიციალური უწყებების მხრიდან იარაღთან დაკავშირებით - მას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა, თუმცა მაინც მოახერხა, ერთხელ ჩამორთმევის შემდეგ, მისი დაბრუნება.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია.