პედაგოგი მარინა ბედოშვილი გადაცემაში "იმედის დღე" სიმკაცრისა და წესრიგის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვებს მშობლებმა მცირე ასაკიდანვე უნდა დაუწესონ გარკვეული შეზღუდვები:
- მე რომ მკითხოთ, წესები და ჩარჩოები, დაჯდომასა და სიარულს რომ ისწავლის ბავშვი, იმ ასაკიდან უნდა დავუწესოთ. ფსიქოლოგი არ ვარ. დედა ვარ, ბებია და ასევე, სამხედრო მფრინავის გაზრდილი. წესრიგს ვიყავი მიჩვეული. წესიერად ლაპარაკი რომ არ იცის, იმდროიდან უნდა აუხსნა ბავშვს, შეიძლება თუ არ შეიძლება, ამას რომ აიღებს, მერე ადგილზე უნდა დადოს... თუ 2 წლიდან 6 წლამდე, სანამ ბავშვი სკოლაში წავა, ოღონდ გაჩუმდეს და მივუშვით, ყველაფრის ნება მივეცით, ჩარჩოები არ დავაწესეთ, მას ვეღარ გავაჩერებთ. ჩარჩოში ვეღარ მოვამწყვდევთ. მარტო ბავშვებს სჭირდებათ რაღაც ჩარჩო? ჩვენც გვჭირდება...