ინფლუენსერი, ზუმბას სპეციალისტი მარიამ შარმანაშვილი და მუსიკოსი, დირიჟორი კარლო პონტი ცნობილ იტალიურ ტელეარხ "რაიოუნოს" სტომრობდნენ. მარიამმა და კარლომ ერთმანეთის გაცნობის ამბავი გაუზიარეს მაყურებელს და მარიამს ასევე ჰკითხეს, როგორია სოფია ლორენის რძლობა. მარიამმა მოგვიანებით გამომწერებს მიმართა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ინერვიულა ამ გამოსვლის წინ და პირველად მისცა ინტერვიუ უცხო ენაზე, რაც მისთვის საკმაოდ ამაღელვებელი იყო. ასევე დასძინა, რომ მისი ამბავი კიდევ ერთი დასტური და მაგალითია გოგონებისთვის, რომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
- ძალიან ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის ამ ყველაფერთან გამკლავება, თუმცა ღირდა... პირველად ვიყავი ასეთი მასშტაბის სატელევიზიო შოუში სტუმრად და მიხარია, რომ არც საკუთარ თავს და არც კარლოს იმედები არ გავუცრუე.
ცოტა ხნის წინ ვრცელ ინტერვიუში კარლომ კიდევ ერთხელ ისაუბრა მარიამზე, რომელიც სოციალურ ქსელში გაიცნო და მალევე შეუყვარდა, და მასთან ქორწინებაზე:
- მარიამი პირველივე ნახვით მომეწონა. როგორც კი შევხვდი, მივხვდი, რომ ეს სხვა რამ იყო. თუმცა მაშინ ის ინგლისურად არ ლაპარაკობდა და საუბრისთვის გუგლის თარგმანის გამოყენება მოგვიწია. თავიდან მხოლოდ ინტერნეტით ვსაუბრობდით...
ქორწილი ორივემ ერთად დავგეგმეთ. ეგეთ რამეებს ერთად ვაკეთებთ. განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოვირჩევი, მაგრამ მოვინათლე მარიამის სიყვარულის გამო. მიხარია, რომ ეს მარიამისთვის გავაკეთე.
ჟენევაში ჩავედით. მარიამი თავის საყვარელ შვილთან ერთად იყო, რომელმაც სრულიად მოხიბლა დედაჩემი, როგორც ქართველი პატარა პრინცი, დიდი შავი თვალებით, და მანაც ეგრევე გამოხატა თანხმობა ქორწინებაზე.