2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამაზე სტუდენტების მიღების რაოდენობები გამოქვეყნდა.
ამის შესახებ 2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ვკითხულობთ.
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობები უნივერსიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება:
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- კომპიუტერული მეცნიერება- 200 ადგილი
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია- 50 ადგილი
- ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის(ISET)საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში(ინგლისურენოვანი) - 100 ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება(ინგლისურენოვანი) - 30 ადგილი
- მათემატიკა- 100 ადგილი
- ფიზიკა- 100 ადგილი
- ქიმია- 100 ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება(ქართულ-ფრანგული) - 20 ადგილი
- ბიოლოგია- 140 ადგილი
- გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია- 60 ადგილი
- გეოლოგია- 60 ადგილი
- გეოგრაფია- 70 ადგილი
- ეკოლოგია- 40 ადგილი
- ფილოსოფია- 20 ადგილი
- ისტორია- 180 ადგილი
- არქეოლოგია- 30 ადგილი
- ეთნოლოგია- 20 ადგილი
- კულტურის კვლევები- 30 ადგილი
- არაბისტიკა- 30 ადგილი
- ირანისტიკა- 30 ადგილი
- ასირიოლოგია- 10 ადგილი
- თურქოლოგია- 30 ადგილი
- არმენოლოგია- 20 ადგილი
- ებრაისტიკა- 20 ადგილი
- ქართული ფილოლოგია- 300 ადგილი
- ინგლისური ფილოლოგია- 100 ადგილი
- გერმანული ფილოლოგია- 50 ადგილი
- სკანდინავიური ფილოლოგია- 20 ადგილი
- ფრანგული ფილოლოგია- 30 ადგილი
- იტალიანისტიკა- 30 ადგილი
- ესპანისტიკა- 30 ადგილი
- რუსული ფილოლოგია- 50 ადგილი
- რუსული ფილოლოგია(რუსულენოვანი) - 10 ადგილი
- ახალი ბერძნული ფილოლოგია- 30 ადგილი
- კლასიკური ფილოლოგია- 10 ადგილი
- ბიზანტიური ფილოლოგია- 10 ადგილი
- ჟურნალისტიკა- 85 ადგილი
- ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (რუსულენოვანი კომპონენტებით) - 10 ადგილი
- პოლიტიკის მეცნიერება- 80 ადგილი
- სოციოლოგია- 30 ადგილი
- სოციალური მუშაობა- 50 ადგილი
- ფსიქოლოგია- 150 ადგილი
- მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია- 20 ადგილი
- საერთაშორისო ურთიერთობები- 70 ადგილი
- ეკონომიკა- 320 ადგილი
- ბიზნესის ადმინისტრირება- 1800 ადგილი
- ტურიზმი- 360 ადგილი
- ოკუპაციური თერაპია- 20 ადგილი
- სამართალი- 1130 ადგილი
- საერთაშორისო სამართალი- 100 ადგილი
- კავკასიოლოგია- 20 ადგილი
- ამერიკისმცოდნეობა- 20 ადგილი
- კავკასიოლოგია(რუსულენოვანი) - 5 ადგილი
- ქიმია(ინგლისურენოვანი) - 30 ადგილი
- ევროპისმცოდნეობა- 50 ადგილი
- შორეული აღმოსავლეთი,იაპონისტიკა- 20 ადგილი
- შორეული აღმოსავლეთი,სინოლოგია- 20 ადგილი
- საჯარო მმართველობა- 100 ადგილი
სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- აგროინჟინერია- 30 ადგილი
- ბიოსამედიცინო ინჟინერია- 50 ადგილი
- გამოყენებითი გეოლოგია- 60 ადგილი
- ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები(რუსულენოვანი) - 15 ადგილი
- არქიტექტურა- 180 ადგილი
- ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია- 210 ადგილი
- ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები- 50 ადგილი
- ინფორმატიკა- 290 ადგილი
- საინჟინრო ფიზიკა- 20ადგილი
- ქიმიური პროცესების ტექნოლოგია- 20ადგილი
- მართვის სისტემები,ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი- 30ადგილი
- საინჟინრო გეოდეზია- 70ადგილი
- მშენებლობა- 260ადგილი
- მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია- 50ადგილი
- სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია- 50ადგილი
- ტრანსპორტი- 40ადგილი
- ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია- 50ადგილი
- სასურსათო ტექნოლოგია- 120ადგილი
- გარემოს დაცვითი ინჟინერია- 70ადგილი
- მეტალურგია- 30ადგილი
- მასალათმცოდნეობა- 30ადგილი
- სამთო და გეოინჟინერია- 50ადგილი
- აგრარული ტექნოლოგიები- 60ადგილი
- საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია- 40ადგილი
- სატყეო საქმე- 100ადგილი
- საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა- 50ადგილი
- მექანიკის ინჟინერია(ინგლისურენოვანი) - 10ადგილი
- არქიტექტურა(რუსულენოვანი) - 15ადგილი
- ინფორმატიკა(რუსულენოვანი) - 20ადგილი
- დიზაინი(ინგლისურენოვანი) - 40ადგილი
- მეცხოველეობა- 50ადგილი
- ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია- 40ადგილი
- საინჟინრო მენეჯმენტი- 50ადგილი
- აგრონომია- 60ადგილი
- სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია- 50ადგილი
- მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი- 60ადგილი
- ლოგისტიკა- 50ადგილი
- მოდის დიზაინის ტექნოლოგიები- 30ადგილი
- მევენახეობა და ენოლოგია- 120ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება(ინგლისურენოვანი) - 40ადგილი
- ბიოსამედიცინო ინჟინერია(ინგლისურენოვანი) - 20ადგილი
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია- 210ადგილი
- სამოქალაქო ინჟინერია- 100ადგილი
- ბუნებრივი საფრთხეები,მდგრადი გარემო და დაცვა- 50ადგილი
- კომპიუტერული ინჟინერია- 100ადგილი
- საავიაციო ინჟინერია- 30ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება- 300ადგილი
- სამოქალაქო ინჟინერია(ინგლისურენოვანი) - 30ადგილი
- ვეტერინარია- 80ადგილი
- არქიტექტურა (ინგლისურენოვანი) - 20 ადგილი
- კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგიები- 250ადგილი
- კომპიუტერული ინჟინერია(ინგლისურენოვანი) - 30ადგილი
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები- 30ადგილი
- მათემატიკა(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 20ადგილი
- ფიზიკა(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 20ადგილი
- ბიოლოგია(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 20ადგილი
- ისტორია(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 20ადგილი
- ქართული ფილოლოგია(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 20ადგილი
- ანგლისტიკა(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 20ადგილი
- გამოყენებითი გერმანისტიკა(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 10ადგილი
- საფრანგეთის მცოდნეობა(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 20ადგილი
- თავისუფალი მეცნიერებები- 10ადგილი
- კომპიუტერული ინჟინერია- 20ადგილი
- სამოქალაქო ინჟინერია(ინგლისურენოვანი) - 15ადგილი
- კომპიუტერული ინჟინერია(საერთაშორისო) (ინგლისურენოვანი) - 20ადგილი
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ინგლისურენოვანი) - 15ადგილი
- სამოქალაქო ინჟინერია- 20ადგილი
- ადრეული ბავშვობა,განვითარება და განათლება- 20ადგილი
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- დიპლომირებული მედიკოსი- 900ადგილი
- დიპლომირებული სტომატოლოგი- 300ადგილი
- ფარმაცია- 80ადგილი
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა- 80ადგილი
- ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია- 80ადგილი
- საექთნო საქმის ბაკალავრის ქართულ-ავსტრიული პროგრამა- 250ადგილი
- სამეანო საქმე- 200ადგილი
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი- 75ადგილი
- ფარმაცია(ინგლისურენოვანი) - 20ადგილი
- დიპლომირებული მედიკოსი(რუსულენოვანი) - 20ადგილი
- დიპლომირებული სტომატოლოგი(ინგლისურენოვანი) - 20ადგილი
- დიპლომირებული სტომატოლოგი(რუსულენოვანი) - 20ადგილი
- დიპლომირებული მედიკოსი(ინგლისურენოვანი) - 20ადგილი
- ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია(ინგლისურენოვანი) - 20ადგილი
- დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა(ინგლისურენოვანი) - 20ადგილი
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აფხაზური ფილოლოგია- 20ადგილი
- კომპიუტერული ტექნოლოგიები (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 30ადგილი
- ქიმია(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 30ადგილი
- გეოგრაფია(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 30ადგილი
- ქართული ფილოლოგია(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 30ადგილი
- ინგლისური ფილოლოგია(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 30ადგილი
- გერმანული ფილოლოგია(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 30ადგილი
- ისტორია(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 30ადგილი
- რუსული ფილოლოგია(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 30ადგილი
- მათემატიკა(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 30ადგილი
- ფიზიკა(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 30ადგილი
- ბიოლოგია(მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) - 30ადგილი
- სკოლამდელი განათლება- 30ადგილი
ვრცლად ჩამონათვალი შეგიძლიათ, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ნახოთ.
"ერთი ქალაქი- ერთი ფაკულტეტის" პრინციპის შესაბამისად, მაგალითად, ისეთი მოთხოვნადი პროფესიები, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, სამართალი სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან თბილისში მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება.
შედარებისთვის, 2025 წლის აბიტურიენტთა ცნობარს რომ გადავხედოთ, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან ბიზნესის ადმინისტრირებაზე მიღებას შემდეგი უნივერსიტეტები აცხადებდნენ:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება (180 კრედიტი) – 700
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება - 100
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება (180 კრედიტი) – 80
- ბიზნესის ადმინისტრირება (რუსულენოვანი) – 7
- ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) (180 კრედიტი) – 10
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი) (180 კრედიტი) (ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში) – 30
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტი (180 კრედიტი) (ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში) – 410
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა) - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში - 410
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი) - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში - 30
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფინანსები (180 კრედიტი) - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში - 80
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება - 50
წელს კი ჯამში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1800 ადგილია.
2025 წელს სამართლის პროგრამაზე თბილისში შემდეგი სახელმწიფო უნივერსიტეტები აცხადებდნენ მიღებას:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი - 800
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სამართალი - 210
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი - 350
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი - 140
ჯამში 1500 ადგილი გამოდიოდა.
წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1130 ადგილია.
სურათი რადიკალურად განსხვავებულია ფსიქოლოგიის პროგრამის შემთხვევაში. 2025 წელს თბილისში ფსიქოლოგიის პროგრამაზე შემდეგი სახელმწიფო უნივერსიტეტები აცხადებდნენ მიღებას:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია - 325
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 350
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია - 40
ჯამში 715 ადგილი გამოდიოდა
წელს მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან თბილისში მხოლოდ თსუ-შია და მხოლოდ 150 ადგილია.
ეკონომიკის პროგრამაზე 2025 წელს თბილისში შემდეგი სახელმწიფო უნივერსიტეტები იღებდნენ სტუდენტებს:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა - 500
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ეკონომიკა - 45
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა - 40
ჯამში 585 ადგილი გამოდიოდა
წელს კი სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან თბილისში მხოლოდ თსუ იღებს სტუდენტებს და 350 ადგილია.
2025 წლის აბიტურიენტთა ცნობას შეგიძლიათ, გაეცნოთ, ბმულზე.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოქვეყნდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა ცნობარი.
თამარ იაკობაშვილი