ოქტიზი - ყოველდღიური დაცვა მიკრობებისგან აქტიური ადამიანებისთვის - მშობლები

ოქტიზი - ყოველდღიური დაცვა მიკრობებისგან აქტიური ადამიანებისთვის

2026-02-13 17:28:11+04:00

თანამედროვე ადამიანებს ყოველდღიურობა უამრავ გამოწვევას გვთავაზობს და რაც უფრო აქტიურ ცხოვრების წესს მისდევთ, მით უფრო ხშირად ვიღებთ მცირე დაზიანებებს. საოჯახო საქმიანობა, ვარჯიში, ბუნებაში გასვლა, ცხოველებთან კონტაქტი, ბაღში მუშაობა, ბავშვებთან თამაში – ხშირად გვიტოვებს მცირე, თითქოს უმნიშვნელო ტრავმებს - ნაკაწრებს, ჭრილობებსა და ზედაპირულ დამწვრობებს.

კანის მცირე დაზიანებებში მიკრობები ადვილად აღწევენ, რაც ინფიცირების რისკს ზრდის. ამიტომ, ის, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ გვეჩვენება, შეიძლება რეალურად არცთუ ისე უსაფრთხო აღმოჩნდეს.

მცირე ჭრილობამ დიდი პრობლემა რომ არ შეგვიქმნას, აუცილებელია მისი დროულად დამუშავება სწორად შერჩეული ანტისეპტიკური საშუალებით.

ჭრილობაში ყველაზე ხშირად აღმოჩენილ მიკრობებს - ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს - ადვილად უმკლავდება კლინიკურად გამოცდილი გერმანული წარმოების ანტისეპტიკი- ოქტიზი® (Octizy®).

ოქტიზი® შეიცავს ორ კომპონენტს ურთიერთგამაძლიერებელი მოქმედებით - ოქტენიდინს და ფენოქსიეთანოლს.

ჩვენი კომფორტისთვის ოქტიზი® შექმნილია ორი ფორმით - სპრეი და გელი, სწორედ ამიტომ, შეგვიძლია მუდამ თან ვატროთ ის გაუთვალისწინებელი სიტუაციებისაგან თავის დასაცავად.

ოქტიზის® სპრეი

  • 30 წამში სრულად ანადგურებს მიკრობებს - ბაქტერიებს, სოკოებს, სხვადასხვა ვირუსს;
  • გამჭვირვალეა, ამიტომ არ ტოვებს ლაქებს;
  • არ აღიზიანებს კანს და არ იწვევს ალერგიას;
  • აქვს გახანგრძლივებული მოქმედება - ეფექტი გრძელდება დატანიდან რამდენიმე საათი;
  • სპრეის ფორმატი და კომპაქტური ზომა კი საშუალებას გვაძლევს მარტივად ვატაროთ თან - ჯიბეში, ხელჩანთაში, ტრანსპორტში, ეზოში, ქუჩაში, აგარაკზე და საერთოდ ყველგან, სადაც კი ვფიქრობთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის უსაფრთხოებაზე.

psp6-52117-1770989240.jpg

ჭრილობის მოვლის მომდევნო ეტაპია მის შეხორცებაზე ზრუნვა. ამისათვის კი რეკომენდებულია ოქტიზის® გელის გამოყენება.

ოქტიზის® გამჭვირვალე გელი

  • ატენიანებს ჭრილობას და უზრუნველყოფს სწრაფ შეხორცებას დისკომფორტის, დაჭიმულობის, ქავილის და ნაწიბურის გაჩენის გარეშე.
  • ქმნის დამცავ ბარიერს და ხელს უშლის მიკრობების შეღწევას ორგანიზმში.
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრეით დამუშავების შემდეგ ან დამოუკიდებლად.
  • სწრაფად შრება და 1-2 წუთში უკვე შესაძლებელია ჭრილობის შეხვევა.

psp8-52167-1770989257.jpg

გასათვალისწინებელია, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ოქტიზის გამოყენება მხოლოდ რამდენიმე დღით არის რეკომენდებული.

ოქტიზი® უზრუნველყოფს მიკრობებისგან დაცულ, უსაფრთხო და კომფორტულ ცხოვრებას.

R