ტრადიციულად, ვალენტინობის დღეს შეყვარებულს წყვილებს კიდევ ერთი მიზეზი აქვთ ხოლმე სიყვარულის გამოსახატავად. ეს ეხება დაოჯახებულ წყვილებსაც, რომლებიც ცდილობენ, ეს დღე რომანტიკულად გაატარონ.
წლევანდელი ვალენტინობის პირველი შთამბეჭდავი ამბავი შორენა ბეგაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტი აღმოჩნდა. მსახიობმა ხელის თხოვნის წინადადება მიიღო ადამიანისგან, რომელთანაც ბოლო 4 წელია არის და თანხმობითაც უპასუხა.


ვალენტინობის დღე ერთად გაატარეს ცნობილმა წყვილებმა:
ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა, რომლებიც მესამე შვილს ელოდებიან.

ქეთი ხატიაშვილმა და მისმა მეუღლემ დავით კაჭარავამ.
რატი გაჩეჩილაძემ და კარინა ლისენკომ.
ლიზა ჩიჩუამ, რომელიც მესამე შვილს ელოდება, ქმრის ნაჩუქარი წითელი ვარდების თაიგულით იპოზიორა.

წითელი ვარდების თაიგული წლევანდელ ვალენტინობას ძალიან პოპულარული აღმოჩნდა. ასევე ვარდები მიართვეს თათია თექთურმანიძეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მეუღლეს დაშორდა.

ვარდები მიართვეს ნინი გოგიჩაიშვილს.
და თიკა ჯამბურიას.

ნიცა თავაძე კი დამიანეს ფოტოს აქვეყნებს, ვალენტინობის აღსანიშნავად მოძღვნილ ყვავილებთან ერთად.
