"ვერ ვხვდები, რატომ უნდა ჩავიტარო ინიექცია, რატომ უნდა ვებრძოლო ბუნებრივ პროცესს? უნდა გქონდეს შენი სტილი..." - მაკა ჩიჩუა ესთეტიკური პროცედურების შესახებ - მშობლები

"ვერ ვხვდები, რატომ უნდა ჩავიტარო ინიექცია, რატომ უნდა ვებრძოლო ბუნებრივ პროცესს? უნდა გქონდეს შენი სტილი..." - მაკა ჩიჩუა ესთეტიკური პროცედურების შესახებ

2026-02-14 21:39:19+04:00

ცნობილი ქალბატონი, მსახიობი, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა კოტე მათითაშვილის პოდკასტს "კოტკასტს" სტუმრობდა და ჯანსაღი ცხოვრების, გარეგნობაზე ზრუნვის და ესთეტიკური პროცედურების შესახებ ისაუბრა. ასევე იმაზე, თუ როგორია ქალაქგარეთ ცხოვრება.

- ასაკის მატებას ვიღებ ჩვეულებრივად. არ მაქვს არანაირი განცდა. ვერ ვხვდები, რატომ უნდა ჩავიტარო ინიექცია, რატომ უნდა ვებრძოდე იმას, რაც ბუნებრივად პროცესი მიდის? მე ვთვლი, რომ ჰიგიენა მაქსიმალურად კარგად უნდა იყოს დაცული და უნდა გქონდეს შენი სტილი. ამაშია ინდივიდუალიზმი. მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც უჩნდება ამის სურვილი, მეც მქონია ეგეთი ფიქრი, რომ აბა, როგორი ვიქნებოდი, ცხვირი რომ ცოტა... მაგრამ ნახეთ, კიდევ არის ტენდენცია, რომ გარედან გთავაზობს რაღაც, რომ ახლა ძალიან ტრენდულია სქელი ტუჩი, გაბუთქუჩებული ტუჩი, უკვე აღარ მინდა. როგორც კი ეს ხდება ტენდენცია, და როგორც კი ადამიანები მასობრივად იწყებენ ამის გამოყენებას, ხდებიან ერთნაირები...
მაკა ჩიჩუა, სამი შვილის დედა, ცნობილია თავისი ინდივიდუალური და დახვეწილი სტილით და ყველაზე გემოვნებიან ქართველ პირველ ლედიდაც იყო აღიარებული.
b8efc0b148imagesnewphotosazogadoebaxalxiaxalimaka-chichua-1-1080x1350-50x50-1771093701.jpg
0ufwh-1771093701.jpg
maka-chichua-1732275323-1771093701.png145128967-3997399743603742-2090647319261204406-n-1771093701.jpg
ჩემი შვილი რომ დაიბადა, დაუნის სინდრომზე პირველად მე გამიჩნდა ეჭვი... - მაკა ჩიჩუა გვიანი დედობის სირთულეებზე, ახალ ცხოვრებაზე და შვილის დიაგნოზზე