"რამდენად მზად ვარ ახალი სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად, ამის თქმა ნაადრევია, ჩვენი ოჯახი არ იყო 2-3 წლის, ამიტომ რთულია გადაწყვეტილების მიღება..." - ლევან ყოჩიაშვილის ცხოვრება განქორწინების შემდეგ და ახალი პროექტები - მშობლები

"რამდენად მზად ვარ ახალი სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად, ამის თქმა ნაადრევია, ჩვენი ოჯახი არ იყო 2-3 წლის, ამიტომ რთულია გადაწყვეტილების მიღება..." - ლევან ყოჩიაშვილის ცხოვრება განქორწინების შემდეგ და ახალი პროექტები

2026-02-15 13:13:51+04:00

"გამოვიდა სერიალი, რომელშიც შარშან გადამიღეს. ეს არის ფრანგული პროექტი ღვინის ისტორიის შესახებ", - ამბობს მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი. რა დროს კარგავს წონასწორობას, როგორ იხსენებს პირველ სიყვარულს, რას ნანობს და რა იყო მისი ყველაზე დიდი სისუსტე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1978 წლის 26 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ექიმი, ქირურგობა მიტაცებდა და ეს ოჯახის გავლენაც იყო. დედა ექიმია, ბაბუაც ექიმი იყო, მათ ჰქონდათ სურვილი, მეც ეს გზა ამერჩია. დროთა განმავლობაში ადამიანს ინტერესები ხომ ეცვლება, მე ცოტათი ვიზარმაცე კიდეც და საბოლოოდ არჩევანი სამსახიობო ფაკულტეტზე შევაჩერე. ეს არჩევანი არასდროს მინანია, თუმცა დავფიქრებულვარ, ხომ არ აჯობებდა, სხვა გზას დავდგომოდი-მეთქი? მსახიობობა მაინც სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა.

- ჩემზე ამბობენ...

- წესიერი კაციაო. ყველაზე ხშირად ეს სიტყვები მესმის.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. უფრო მეტს ვისწავლიდი, უფროსებს უფრო მეტს მოვუსმენდი, უფრო მეტს დავაკვირდებოდი, რიგ საკითხებს უფრო გონივრულად მივუდგებოდი... კიდევ "უფრო მეტი" იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.

- ჩემი პირველი წარმატება...

- მასშტაბურობის თვალსაზრისით, "ჩემი ცოლის დაქალებში" გადაღება იყო. ამ სერიალმა უდიდესი პოპულარობა მომიტანა. მაყურებლმა მალე აიტაცა და შეიყვარა. 12 წელი მიდიოდა გადაღებები, 19 სეზონი მთავარ როლს ვთამაშობდი. ასეთი პროექტი ქართულ რეალობაში არც ყოფილა. როგორც მსახიობმა, უდიდესი გამოცდილება მივიღე. მართალია, სერიალი აღარ გადის, მაგრამ ხალხის სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, რაც გულწრფელად მახარებს. ბევრი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, სერიალი ეკრანზე დაბრუნდეს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- "ფორმულა კრეატივს", თავის დროზე დიდი ნდობა გამომიცხადეს. მანამდე პირველი სერიალი იყო "ქაღალდის ტყვია". აკა მორჩილაძის ნაწარმოების მიხედვით, ლევან თუთბერიძემ გადაიღო. ჩემი პირველი ეკრანული სახე ამ სერიალში შევქმენი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- მყავს ძალიან კარგი შვილები, როგორც ვფიქრობდი, ყველაფერი ისე მიდის და ეს მაბედნიერებს. ჩემი კესო 27 წლის არის, საჯარო მართვის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ მაგისტრატურაში საზღვარგარეთ ისწავლა, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. განაგრძეთ კითხვა

მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ... რაც შეეხება შვილებს, გოგო ევროპაში სწავლობდა, ბიჭმა სკოლა ახლა დაამთავრა - ლევან ყოჩიაშვილი ოჯახსა და შემოქმედებითი პაუზაზე