ბაქსვუდის სკოლის წარმატება WIMUN New York 2026-ზე: 6 გამარჯვებული და საუკეთესო დელეგაციის ტიტული - მშობლები

ბაქსვუდის სკოლის წარმატება WIMUN New York 2026-ზე: 6 გამარჯვებული და საუკეთესო დელეგაციის ტიტული

2026-02-15 14:45:08+04:00

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გამართულ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო კონფერენციაზე, WIMUN New York 2026 საქართველოს დელეგაციამ კონფერენციის მთავარი გამარჯვება - The Best Delegation მოიპოვა.

წლევანდელ ფორუმში მონაწილეობდა 73 ქვეყანა და 1700-ზე მეტი დელეგატი, რაც მიღწეულ წარმატებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ქართველი ახალგაზრდების გლობალურ კონკურენტუნარიანობას უსვამს ხაზს.

საქართველოსთვის მოპოვებული 20 საერთაშორისო ჯილდოდან 6 ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით:

  • ტასო სუპატაშვილი: საუკეთესო დიპლომატის ჯილდო / Diplomacy Award
  • სესილი კოხრეიძე: საუკეთესო დიპლომატის ჯილდო / Diplomacy Award
  • ნია ჯანჯღავა: საუკეთესო დიპლომატის ჯილდო / Diplomacy Award
  • სანდრო სამხარაძე: საუკეთესო დიპლომატის ჯილდო / Diplomacy Award
  • ლიზა კვარაცხელია: საუკეთესო დიპლომატის ჯილდო / Diplomacy Award
  • ნიკო თოფურიძე: საუკეთესო დიპლომატის ჯილდო / Diplomacy Award

პროექტის ფარგლებში აღნიშნული ჯილდოები გადაეცემათ დელეგატებს, რომლებიც გამოირჩევიან დიპლომატიური კომუნიკაციით, მოლაპარაკების მაღალი კულტურით, კრიტიკული აზროვნებითა და ლიდერული უნარებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაცია WIMUN NY 2026-ზე წარმოდგენილი იყო, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან ერთად საერთაშორისო აკადემია ლოგოსისა და გიმნაზია შავნაბადას მოსწავლეებით, რაც ქვეყნის მასშტაბით კერძო სკოლების თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია.

589179760-1250126397258506-3304116949876111113-n-1771152350.png

ბაქსვუდის სკოლის აკადემიური დირექტორის, არჩილ სუმბაძის განცხადებით, ეს შედეგი სკოლის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებისა და გაეროს მოდელირების (MUN) პროგრამაში მოსწავლეთა 10-წლიანი ჩართულობის დამსახურებაა.

„WIMUN-ში გამარჯვება იმ სისტემური მუშაობის ნაყოფია, რომელიც ბაქსვუდში გლობალური აზროვნების, ლიდერობისა და დიპლომატიური უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჩვენი მოსწავლეები წარმატებას აღწევენ გაეროს რეალურ გარემოში, მსოფლიოს 73 ქვეყნის საუკეთესო დელეგატებთან კონკურენციის პირობებში,“ - ამბობს არჩილ სუმბაძე.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი მოსწავლე ბაქსვუდის სკოლის მოსწავლე ნია ჯანჯღავა იყო, რომელმაც საუკეთესო დიპლომატის ჯილდოც მოიპოვა.

„ეს იყო გამოცდილება, რომელმაც მასწავლა როგორ ვიმუშაო მრავალკულტურულ გარემოში, დავიცვა ქვეყნის პოზიცია და ამავდროულად, მივაღწიო კონსენსუსს. ასეთი აღიარება უდიდესი მოტივაციაა, რომ მომავალშიც საერთაშორისო მიმართულებით განვვითარდე,“ - აღნიშნა ნია ჯანჯღავამ.

ბაქსვუდის სკოლის ერთ-ერთი დელეგატი ნიკო თოფურიძე, უკვე მეორე წელია ჩართულია გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროექტებში, მოპოვებული აქვს საუკეთესო დელეგატის წოდება ევროპასა და ამერიკაში. WIMUN NY 2026-ზე კი Facilitator Award-ის მფლობელი გახდა:

„ფასილიტატორის როლი ნიშნავს პროცესის მართვას, დელეგატებს შორის ეფექტური კომუნიკაციის შექმნას და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას. WIMUN-ზე მიღებული გამოცდილება ჩემთვის ლიდერობის სრულიად ახალი ეტაპია,“ - თქვა ნიკო თოფურიძემ.

საქართველოს დელეგაციას წლებია ბაქსვუდის სკოლის კურსდამთავრებული და გაეროს მოდელირების კლუბის ხელმძღვანელი რატი ფიფია ხელმძღვანელობს.რატი მიმდინარე წელს WIMUN NY 2026 -ის კომიტეტის ხელმძღვანელიც იყო.

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ბაქსვუდის, საერთაშორისო აკადემია „ლოგოსისა“ და გიმნაზია „შავნაბადას“ ერთობლივმა, მრავალთვიანმა მზადებამ ასეთი შედეგი გამოიღო. ეს არის იმ დიდი შრომის დაფასება, რომელიც თითოეულმა მოსწავლემ და მენტორმა გასწია. მით უფრო მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ შედარებით მცირე დელეგაციამ შეძლო კონფერენციაზე განსაკუთრებული სტატუსის მოპოვება და საქართველოს სახელით გამარჯვება,“ - განაცხადა რატი ფიფიამ.

აღსანიშნავია, რომ ეს მასშტაბური ინიციატივა წლების წინ საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNA Georgia) და ბაქსვუდის სკოლის მჭიდრო თანამშრომლობით ჩამოყალიბდა. პროექტი, რომელიც თავდაპირველად მოსწავლეებში დიპლომატიის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, დროთა განმავლობაში გაფართოვდა, სკოლების ქსელად გარდაიქმნა და მას საერთაშორისო აკადემია „ლოგოსი“ და გიმნაზია „შავნაბადაც“ შეუერთდნენ. სწორედ ამ ერთობლივმა ძალისხმევამ და სკოლებს შორის გამოცდილების გაზიარებამ შექმნა ის მძლავრი პლატფორმა, რომელმაც ქართველ მოსწავლეებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტრიბუნებისკენ გაუხსნა გზა.

ბაქსვუდი უკვე წლებია სისტემურად მონაწილეობს WIMUN-ის კონფერენციებში და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოადგენს. მსგავსი პროექტები მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ რეალურ დიპლომატიურ გარემოში, იმსჯელონ გლობალურ გამოწვევებზე და ჩამოყალიბდნენ მომავალი ლიდერებად.

ნიუ-იორკში მიღწეული გამარჯვება არა მხოლოდ სკოლის, არამედ მთელი ქვეყნის წარმატებაა. საქართველო მსოფლიო დიპლომატიის ახალგაზრდულ რუკაზე კვლავ გამორჩეულად დაფიქსირდა.

R