ჰოლივუდის ახალი კაშკაშა ვარსკვლავი და ცნობილი გოგონების გულთამპყრობელი - ამბები ჯეიკობ ელორდზე - მშობლები

ჰოლივუდის ახალი კაშკაშა ვარსკვლავი და ცნობილი გოგონების გულთამპყრობელი - ამბები ჯეიკობ ელორდზე

2026-02-15 23:37:02+04:00

ჯეიკობ ელორდი უკვე ჰოლივუდის ვარსკვლავია. მისი ფილმოგრაფია მუდმივად ფართოვდება და ყოველი ახალი ნამუშევრით ის სულ უფრო იმყარებს ვარსკვლავურ სტატუსს. მის მიერ "ფრანკენშტეინში" შესრულებულმა როლმა უკვე მოუტანა პრესტიჟული ჯილდოები და ნომინაციები, მათ შორის, "ოსკარზე" ნომინაცია.

7ct8045g-jacob-625x300-11-november-25-1771185360.webp

jacob-elordi-transform-into-frankenstein-s-monster-1771185360.webp

ახლახან კი გაქირავებაში გამოვიდა კინოკლასიკად აღიარებული "ქარიშხლიანი უღელტეხილის" ახალი ვერსია, რომელშიც მას მარგო რობიმ გაუწია პარტნიორობა და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ ამ ულამაზესი წყვილის ფოტოებს.

download-1771185273.jpg

downloadgram-1771185273.org_541458874_17886586302354783_6647686228071838992_n.webp

jacob-margot-1771185274.webp

margot-robbie-jacob-elordi-cover-the-february-2026-issue-of-v0-dxavs9byy5fg1-1771185274.webp

jacob-elordi-margot-robbie-4-021126-246c140bbdd54ac18049fb25ed245d37-1771185273.jpg

მოდელობით დაწყებული კარიერა

ჯეიკობ ელორდი დაიბადა 1997 წლის 26 ივნისს, ბრისბენში, ავსტრალიაში. მას ავსრტრალიურის გარდა, ბასკური სისხლიც აქვს. საკმაოდ ჰარმონიულ ოჯახში გაიზარდა, სამ უფროს დასთან ერთად და მშობლები ყველა წამოწყებაში ხელს უწყობდნენ. როგორც თავად ყვება, მათ შვილს ქრისტიანული რელიგიის სიყვარულიც გაუღვივეს, რასაც ელორდი დღემდე იცავს.

წმინდა იოსების კერძო სკოლაში სწავლობდა ბრისბენის გარეუბანში. სწორედ იქ გამოავლინა ხელოვნებისა და კინოს მიმართ დიდი ინტერესი. გარდა ამისა, უყვარდა სპორტი, ბევრს ვარჯიშობდა, უყვარდა რაგბი და ჩემპიონატებშიც მონაწილეობდა. ასევე მონაწილეობდა სკოლაში ორგანიზებულ თეატრალურ წარმოდგენებში. დრამის სიყვარულით, შემდგომში წერაც სცადა, რაც პირველი სცენური გამოცდილებით იყო შთაგონებული. დღესაც წერს სცენარებს.

საშუალო სკოლის დიპლომის მიღების შემდეგ, ნუგის კოლეჯში ჩაირიცხა. სცენაზე პირველი ნაბიჯები გადადგა ისეთ კლასიკურ პიესებში მონაწილეობით, როგორიცაა „რომეო და ჯულიეტა“ და „ზაფხულის ღამის სიზმარი“. ასევე მონაწილეობდა დრამატურგიის კონკურსებში, სადაც ახალგაზრდა ავტორები საზოგადოებას საკუთარ ნამუშევრებს წარუდგენენ. ჯეიკობმა ვოკალური ნიჭიც გამოავლინა მუსიკალურ პროექტებში.

თუმცა შოუბიზნესში არა სცენიდან ან გადასაღები მოედნიდან, არამედ სამოდელო სფეროდან, პოდიუმიდან მოხვდა - მელბურნში მოდების ჩვენებაზე „13-დან 17 წლამდე ბიჭების“ კატეგორიაში პირველი პრიზი მოიპოვა. სწორედ მოდელობის შემდეგ დაიწყო მსახიობობა და პროფესიული კარიერის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ავსტრალიური მოკლემეტრაჟიანი ფილმები და სერიალები.

936341-1771185803.jpg

ახალი ჰორიზონტები

2017 წელს ელორდისთვის ახალი ჰორიზონტები გაიხსნა. მსახიობი შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და ლოს-ანჯელესში დასახლდა. იქ ჯერ ეპიზოდური როლი მიიღო ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან“. გულშემატკივრებს დაამახსოვრდათ, როგორც „მაღალი ბიჭი წითელ ფორმაში“. 193 სმ სიმაღლისა და 85 კგ წონის მქონე პერსონაჟისთვის ეს აღწერა გასაკვირი არ არის.

მნიშვნელოვანი კინოდებიუტი იყო ნოა ფლინის როლი სერიალში „კოცნის ჯიხური“, თინეიჯერული კომედია. ჯეიკობი თინეიჯერების კერპი გახდა და ჰოლივუდის რეჟისორებმა ახალგაზრდა მსახიობს ყურადღება მიაპყრეს.

5-1771186084.jpg

სერიოზული ნამუშევარი, რომელმაც კინოში პირველი დიდი წარმატება მოუტანა, იყო ავგუსტინ ფრიზელის „ეიფორიაში“ შესრულებული მთავარი როლი. სერიალი მოზარდების ფსიქოლოგიასთან, ნარკოტიკებთან და სხვა აქტუალურ თანამედროვე საკითხებთან დაკავშირებულ აქტუალურ სოციალურ საკითხებს იკვლევდა. ჯეიკობი ზენდაიასთან ერთად თამაშობდა, რომელიც მოგვიანებით მის მეგობარ გოგონადაც იქცა რეალურ ცხოვრებაში.

article-l-2025113123395013190000-xl-1771186085.webp

შემდეგ იყო კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი, მათ შორის, თრილერი „სოლტბერნი“, ელვის პრესლის როლი ფილმში "პრისცილა. ელვისი და მე", "ფრანკენშტეინი", "ქარიშხლიანი უღელტეხილი" და ა.შ. წინაც არაერთი პროექტი აქვს და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია.

jacob-elordi-2022-mens-health-002-1771186085.jpg78583796-49b4-43f6-9e5c-213c9f4b9cdf-1771186083.jpg

ქალებს შორის, რასაკვირველია, პოპულარულია და მრავალრიცხოვანი რომანებიც ჰქონდა. ზენდაიას შემდეგ, ასევე ხვდებოდა სინდი კროუფორდის ქალიშვილს - კაია გერბერს,ბლოგერსა და მოდელ ოლივია ჯეიდს.

jacob-elordi-kaia-gerber-joey-king-021326-5062c4d198914395bf956ee2bdc5c505-1771186085.jpg

თუმცა ყველას დაშორდა და ამ ეტაპზე მისი ახალი გულისსწორის შესახებ ცნობილი არ არის.

1220-van-opener-002-1771186085.webp

ოცნება ფეხბურთელობაზე, მილიარდერი საცოლე და განსაკუთრებული სტილი - ამბები ჰოლივუდის ვარსკვლავ ტიმოთი შალამეზე
საკმაოდ უხერხული მომენტი იყო, როცა ჩემმა შვილებმა ნახეს, როგორ ვკოცნიდი პარკში ტიმოთი შალამეს... - გვინეტ პელტროუს მოულოდნელი აღიარება და ახალი ცხოვრება