"13 წლის ვიყავი, პირველად რომ მნახა... 19 წლის ვიყავი, რომ მომიტაცა... 31 წელია, ერთად ვართ და დღეს მასზე ახლობელი ადამიანი არ მყავს..." - ცნობილი რეპროდუქტოლოგი პირადი ცხოვრების შესახებ - მშობლები

"13 წლის ვიყავი, პირველად რომ მნახა... 19 წლის ვიყავი, რომ მომიტაცა... 31 წელია, ერთად ვართ და დღეს მასზე ახლობელი ადამიანი არ მყავს..." - ცნობილი რეპროდუქტოლოგი პირადი ცხოვრების შესახებ

2026-02-16 11:15:23+04:00

რეპროდუქტოლოგი, ემბრიოლოგი ნინო მუსერიძე გადაცემაში "დღის პოსტი" მეუღლის გაცნობისა და საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ საუბრობს:

- მართალი რომ გითხრათ, ყოველთვის მეგონა, რომ უნდა ვყოფილიყავი ქალი, მეუღლე, დედა როგორც პატრიარქალურ ქვეყანაშია მიღებული. არასდროს მიფიქრია, რომ ბიზნესში ჩართული ქალბატონი გავხდებოდი. 24 საათი არ მყოფნის, ჩემთვის ძალიან ცოტაა. ვფიქრობ, 48 საათი რომ მქონდეს, უფრო ბევრს მოვასწრებდი-თქო. მან (ქმარმა) მითხრა, რომ შენ ეს შეგიძლია და გააკეთეო. ჩემს ოჯახში სულ ასეთი დამოკიდებულება იყო, რომ ქალი სახლში უნდა ყოფილიყო. დედაჩემი სულ უკმაყოფილო იყო და მეუბნებოდა: "ცუდი დედა ხარ, სულ გარეთ ხარ, არ შეიძლება ამდენი სწავლა." ჩემი ქმარი მეუბნებოდა, გამოგდის და გააკეთეო. მოტივაციაა, თუ გეტყვიან, რომ შენ ეს შეგიძლია, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

31 წელია, ერთად ვართ, თან მომიტაცა. 19 წლის ვიყავი. მერე ვეუბნებოდი, ეს პერიოდი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ყველას დაგიჭერდნენ-თქო.

13 წლის ვიყავი, პირველად რომ მნახა, ფეხბურთის მატჩზე. 18 წლის რომ გავხდი, გავეცანი. უნივერსიტეტში ჩავაბარე. ერთ დღეს ვართ დაბადებულები, ნიკოლოზობას. აბსოლუტურად არ ვგავართ ერთმანეთს. 1993 წელი იყო. უნივერსიტეტიდან წამიყვანეს, მითხრეს, დაბადების დღეზე მივდივართო. ტირილი რომ დავიწყე, ჩემმა ქმარმა თქვა, ცოდოა, უკან დავაბრუნოთო, მაგრამ ბიჭებმა, რას ამბობ, სად უნდა წავიყვანოთო.

სულ ერთი თვე ვიცნობდი. მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ 1 თვე იცნობ ადამიანს თუ 200 წელი, აზრი არ აქვს. თუ ერთად არ ცხოვრობთ, რეალურად, ვერავინ ვერავის გაიცნობს. მე უფრო გამიმართლა. ეს ადამიანი აღმოჩნდა იმაზე უკეთესი, ვიდრე მეგონა. დღეს მასზე ახლობელი ადამიანი არ მყავს. დედასთან უფრო ცოტახანს ვიცხოვრე, ვიდრე ჩემს მეუღლესთან, ისე კარგად ვიცნობთ, ერთმანეთს... უბრალოდ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთმანეთის შეცვლა არ არის საჭირო. უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიცაა. თუ ამას მიიღებ, ორივე ბედნიერი იქნებით.

ფანტასტიკური ქორწილი გვქონდა, 500-კაციანი. მოტაცების შემდეგ 1 თვეში გადავიხადეთ. იმ ბიჭების ცოლებმა ჩვენთან გაიცნეს ერთმანეთი და დღემდე ერთად ვართ. ძალიან მიყვარს ისინი. ასაკს ვერ ვგრძნობთ. რაც უფრო დიდები ვხდებით, ალბათ, მერე უფრო პატარები ვართ.

გარდატეხის ასაკს რომ ორსულობა დაემატება, მოზარდი ვეღარ შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას... უსაფრთხოდ რომ იმშობიაროს, რეპროდუქციული სისტემა უნდა მომწიფდეს... - როგორ ცვლის მოზარდის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ნაადრევი ქორწინება
ოჯახის შექმნა მოზარდებისთვის დროებითი თავშესაფარია... ვნება, ინტერესი მალევე გაივლის და მერე გოგონაც და ბიჭიც ძალიან მწარე რეალობის წინაშე დგებიან - რა საფრთხეს უქმნის მოზარდის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ნაადრევი ქორწინება და სქესობრივი ცხოვრება

ბევრი შემხვედრია, ჩაუვლიათ, გამარჯობა არ უთქვამთ და მერე მოუწერიათ: ნინო ექიმო, არ გეწყინოთ, მე არ ვამბობ, რომ თქვენი პაციენტი ვარ... - სპეციალისტი ინ ვიტრო განაყოფიერებასა და საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზე