50 წლის ქალის საყინულეში ორი ახალშობილის ცხედარი იპოვეს... - გაირკვა, რომ წლების წინ, 9 შვილის დედამ საიდუმლოდ გააჩინა ბავშვები - მშობლები

50 წლის ქალის საყინულეში ორი ახალშობილის ცხედარი იპოვეს... - გაირკვა, რომ წლების წინ, 9 შვილის დედამ საიდუმლოდ გააჩინა ბავშვები

2026-02-16 13:03:42+04:00

CTV News-ის ცნობით, საფრანგეთში, აივილერ-ე-ლიომონში, 50 წლის ქალი დააკავეს საკუთარი ჩვილების გაყინვისთვის.

დეკემბერში ეჭვმიტანილმა მოულოდნელად დატოვა სახლი. სახლში დარჩა მისი ოთხი შვილი, 14-დან 20 წლამდე ასაკისანი, მათი მამა და კიდევ ერთი შვილი, რომელიც მას სხვა მამაკაცისგან ჰყავდა. ცნობილია, რომ ფრანგ ქალს სამი სხვადასხვა პარტნიორისგან სულ ცხრა შვილი ჰყავს.

ქალის წასვლიდან მალევე, ოჯახის წევრმა საყინულეში ახალშობილი იპოვა. მან დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას. სახლში მისვლისას, ოფიცრებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, რომელიც პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული. რა თქმა უნდა, ქალი მალევე იპოვეს და დააპატიმრეს...

მან აღიარა, რომ ორივე ორსულობა ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან დამალა, დიდ ტანსაცმელს იცვამდა. მან სახლში გააჩინა ორი ბავშვი, თუმცა ვერ დაასახელა, როდის. სავარაუდოდ, მშობიარობა 2011-დან 2018 წლამდე პერიოდში მოხდა. მშობიარობისთანავე ქალმა ჩვილები საყინულეში დამალა.

დაკავებული ქალის ამჟამინდელმა პარტნიორმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. გამოძიება გრძელდება.