ქალმა საყვარლის კანონიერ ცოლს განქორწინებისთვის უზარმაზარი თანხა გადაუხადა, თუმცა მოტყუებული დარჩა... - მშობლები

ქალმა საყვარლის კანონიერ ცოლს განქორწინებისთვის უზარმაზარი თანხა გადაუხადა, თუმცა მოტყუებული დარჩა...

2026-02-17 10:26:24+04:00

ჩინელმა ქალმა საყვარლის ცოლს განქორწინებისთვის 1.2 მილიონი იუანი (დაახლოებით, 170 ათასი დოლარი) გადაუხადა. ამის შესახებ South China Morning Post წერს. თუმცა, შემდეგ მის წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყო, რადგან თანხის მიღების შემდეგ, მან განქორწინებაზე უარი თქვა...

მამაკაცი, რომლის გვარიც ჰანია, 10 წელი იყო დაქორწინებული და მეუღლესთან 2 შვილი ჰყავდა, შემდეგ სამსახურში კოლეგასთან რომანი დაიწყო და მათ საერთო ვაჟი შეეძინათ. ქალმა გადაწყვიტა, საყვარლის კანონიერი ცოლისთვის ფული შეეთავაზებინა, რომ განქორწინებაზე დასთანხმებოდა.

საყვარლის კანონიერ მეუღლეს მან განქორწინებისთვის ორი მილიონი იუანი შესთავაზა. აქედან 1.2 მილიონი დეპოზიტის სახით გადარიცხა.

gankorcineba-2-1771309747.jpg

ორი წლის გასვლის შემდეგ, როცა წყვილი კვლავ კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა, ქალი, რომელმაც ფული გადაიხადა, სასამართლოში წავიდა. მაგრამ, სასამართლომ მისი სარჩელი უარყო და გარიგება ამორალურად მიიჩნია. უფრო მეტიც, ქალის შეთანხმება ზეპირი აღმოჩნდა.

მილიონერმა დედამ ვაჟი ცოლის ღალატის გამო დასაჯა და მემკვიდრეობის გარეშე დატოვა - ქალმა რამდენიმემილიონიანი ქონება ქალიშვილს და სიძეს დაუტოვა