პედიატრი, პროფესორი, ფიქრია ჟვანია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, რატომ არ არის მცირე ასაკის ბავშვებში ხველის წამლების გამოყენება ეფექტური:
- არც ერთი ხველის წამალი პატარა ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, არ უნდა გამოვიყენოთ. იმიტომ, რომ არ არის მტკიცებითი მედიცინა არც ერთ სიროფზე. ვიცით ჩვენ, რომ მტკიცებითი მედიცინა ჩვევა არ არის, ეს არის მტკიცებულება. რა თქმა უნდა, ინჰალაციის საშუალებებზე არ ვსაუბრობ, რასაც კლინიკაში ვაკეთებთ. ბინის პირობებზე ვლაპარაკობ.
უფროსი ასაკის ბავშვებში, სახლის პირობებში, გასათვალისწინებელია ცხვირის ჰიგიენა, ჰაერის დატენიანება. რა თქმა უნდა, საკმარისი სითხე და სითხეებით დატვირთვა - ეს არის 3 ძირითადი რამ, რაც შეიძლება, იყოს.