კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 12 წლის ქალიშვილის მორიგ გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვა - ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბავშვს არაფერს უშლიან და ფუფუნებაში ზრდიან - მშობლები

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 12 წლის ქალიშვილის მორიგ გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვა - ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბავშვს არაფერს უშლიან და ფუფუნებაში ზრდიან

2026-02-17 11:40:02+04:00

კვლავ განხილვის საგნად იქცა კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის უფროსი, 12 წლის ქალიშვილის გამოჩენა. გოგონამ მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, მორიგი, ახალი იმიჯით.

original-1771315032.webp

original-2-1771315032.webp

ნორტმა ბოლო დროს რამდენჯერმე შეიცვალა სტილი, თმის ფერსაც ხშირად იცვლის და ათასნაირ ექსპერიმენტს ატარებს გარეგნობაზე. ბევრი ფიქრობს, რომ 12 წლის გოგოსთვის ეს ქალური ცხოვრების სტილი ძალიან ნაადრევია, თუმცა გოგონა ბავშვობიდან ასე ცხოვრობს.

348a164c7cac7860e27151280b0d5fb9-1771315188.webp

north-west-kim-kardashian-venice-4-082825-dc37c238f97743c884bf5057312e1d5d-1771315190.jpg568623030-18077887565516350-3818347671695484715-n-1771315188.jpg568623880-18077887574516350-7099030662793156574-n-1771315189.jpg

„არავითარ შემთხვევაში არ გამოვუშვებდი ჩემს 12 წლის შვილს ასე საჯაროდ“, "ნუთუ მართლა 12 წლისაა? რატომ არ აცდიან ბავშვობას?", „საშინელება“ ძალიან რბილი სიტყვაა“, „ის ზრდასრულ ქალს ჰგავს! ეს საშინელებაა“, - წერენ Daily Mail-ის მომხმარებლები.

96287dbd-10bd-4ac3-a34a-eeaa94d90a16-1-105-c-1771315188.jpeg

2025-kim-kardashian-daughter-north-1018379280-1771315188.webp103949790-1771315188.webp

ჯერ სულ რაღაც 10 წლის გოგონა გრძელი ფრჩხილებით, ფრანგული მანიკურით, დიდური სამოსით და ვარცხნილობით იწონებდა თავს. ამბობენ, რომ კიმი დათვურ სამსახურს უწევს ქალიშვილს, რომელსაც ბავშვობიდან ზედმეტ ფუფუნებაში ზრდის და არც არაფერს უშლის.

კიმი უგულებელყოფს კრიტიკას - კანიეს უკმაყოფილების მიუხედავად. მანამდე, უესტი უკვე საჯაროდ კონფლიქტში იყო ყოფილ მეუღლესთან შვილების აღზრდასთან დაკავშირებული მისი შეხედულებების გამო. კიმმა კი განაცხადა, რომ რეპერს შვილები არ აინტერესებს.

1252511734-1771315189.webparticle-l-2025102956505624656000-1771315189.webp17670483976122-1771315189.webpgettyimages-1484731515-kim-kardashian-reveals-what-north-west-thought-of-her-met-gala-2025-look-1771315189.webpkanye-west-picks-up-north-basketball-spl-embed-1-1771315189.webpkim-kardashians-daughter-north-west-113920993-1771315189.webpnorth-west-12-shows-off-118263571-1771315190.webpnorth-west-was-all-smiles-as-she-went-to-see-a-movie-in-calabasas-ca-while-mom-kim-kardashian-1771315190.webporiginal-3-1756275431-1771315190.webpreality-star-busy-mom-kim-103451921-1771315190.webp

ამ ოჯახში ყველა ბავშვი ცნობილი მშობლების ჩაცმის სტილს იმეორებს და ისე იქცევა, თითქოს ბევრად დიდია. ნორტი რა ხანია მაკიაჟს იკეთებს, მისი გრანდიოზული დაბადების დღეები საზოგადოებას დღემდე ახსოვს, დამოუკიდებლად მართავს სოცქსელებს და ათასობით დოლარს შოულობს ამით, შოუბიზნესშიც ცდის ძალებს - მამის, კანიეი უესტის დახმარებით ტრეკებს წერს.
gty-kim-kanye-northwest-mt-140925-16x9-992-1771315189.jpgkim-1771315189.jpg
kimpenelope-and-north-1771316187.jpg

წყვილი 2014 წელს დაქორწინდა და შვიდწლიანი ქორწინების განმავლობაში ოთხი შვილი შეეძინათ - ნორტი, სეინტი, ჩიკაგო და პსალმი. ორი უმცროსი ბავშვი სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდა.

რეპერი ამჟამად დაქორწინებულია 30 წლის ავსტრალიელ მოდელ ბიანკა ცენსორიზე, 44 წლის კიმი კი მარტოხელაა, თუმცა განქორწინების შემდეგ მას გახმაურებული რომანები აქვს.

რატომ არ აცდიან ბავშვობას?, ნუთუ ის ჯერ მხოლოდ 14 წლისაა? - რატომ იწვევს აჟიოტაჟს ბიონსეს ქალიშვილის ყოველი გამოჩენა და რას უმზადებენ გოგონას გავლენიანი მშობლები?

კანიე უესტი ბიანკა ცენზორის ყველა შიშველი გამოსვლისთვის დიდ ფულს უხდის - ბიანკამ 3 მილიონი დოლარი დააგროვა
რატომ იმალება კარდაშიანების ერთადერთი ძმა და რატომ არ დაუშვეს დის პომპეზურ ქორწილში? - რობ კარდაშიანის რთული ცხოვრება
ვერ ვიტან ქალზე ტანსაცმელს! იარეთ ვახშამზე საცურაო კოსტიუმითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით - კანიე უესტის მორიგი სკანდალური განცხადებები და შეურაცხყოფის კასკადი კიმ კარდაშიანის, ტეილორ სვიფტისა და მადონას მისამართით