2026 წლის 17 თებერვლიდან დაბნელების დერეფანი იხსნება. სწორედ 17 თებერვალს მზის "რგოლისებრი" დაბნელებაა მერწყულის ნიშანში. 3 მარტს კი ქალწულის ნიშანში მთვარის დაბნელებაა. ეს 2-კვირიანი მონაკვეთი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგანაც როგორც ასტროლოგები ამბობენ, დაბნელების დერეფანი არსებულ ხარვეზებს, მოუგვარებელ საქმეებს, გადადებულ პროექტებსა თუ აქტივობებს ააქტიურებს და ადამიანებს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებისაკენ მოუწოდებს.
ამ დროს შესაძლოა, მოვლენები სწრაფად და დაუგეგმავად განვითარდეს. ადამიანებმა ემოციური არასტაბილურობა, მომატებული ენერგია და შფოთვა იგრძნონ და კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირება გაუჭირდეთ.
გახსოვდეთ, რომ დაბნელების დერეფნის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს ძალიან ხშირად ადამიანების ცხოვრებაზე გრძელვადიანი და საკმაოდ ინტენსიური გავლენა აქვს. ამიტომ, ყურადღებით იყავით და სპონტანური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

17 თებერვალს მზის დაბნელება მერწყულის ნიშანშია. ეს პერიოდი ააქტიურებს იმ თემებს, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. მერწყული, ტრადიციულად, განვითარებასთან, არასტანდარტულ იდეებთან და თავისუფლებასთან ასოცირდება. ყველაფერი, რაც მოძველებულია, რაც თავისუფლებაში, განვითარებასა და ბედნიერებაში ხელს გიშლით, საბოლოოდ აზრს დაკარგავს. გრძელვადიანი მიზნებისა და გეგმების დასახვის დროა.
3 მარტის მთვარის დაბნელება კი, რომელიც ქალწულის ნიშანში მოხდება, არსებული საქმეებისა და მიღწევების გადახედვისკენ მოგვიწოდებს და ნათლად გვაჩვენებს, რა მიმართულებით უნდა განვაგრძოთ წინსვლა და რაზე უნდა ვთქვათ სამუდამოდ უარო.
დაბნელების დერეფანი მერწყულ-ქალწულის ღერძის გასწვრივ გაივლის. მერწყული ახალ იდეებს, შეხვედრებსა და თავგადასავლებს მოიტანს. ქალწული შეეცდება, მერწყულის მიერ შემოტანილ ახალ ასპექტებში წესრიგი დაამყაროს. ამიტომ, ყველაზე აქტუალური თემები, რომლებიც განახლებასა და უფრო მეტი ყურადღების მიპყრობას საჭიროებს, შემდეგია:

დაბნელების დერეფნის გავლენას ყველაზე მეტად მერწყულის, ლომის, თევზებისა და ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული პერიოდი ყველა ადამიანისათვის საყურადღებოა.