თურქული კინოს ახალი ვარსკვლავი, რომელმაც ცნობილი თურქი მსახიობის გული დაიპყრო - გოგონა "უმანკოების მუზეუმიდან" - მშობლები

თურქული კინოს ახალი ვარსკვლავი, რომელმაც ცნობილი თურქი მსახიობის გული დაიპყრო - გოგონა "უმანკოების მუზეუმიდან"

2026-02-17 20:50:00+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ეკრანებზე გამოვიდა ახალი თურქული სერიალი "უმანკოების მუზეუმი", რომელიც ცნობილი თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის ამავე სახელწოდების, გახმაურებული რომანის ეკრანიზაციაა. სწორედ ამ პროექტში განასახიერა მთავარი გმირი ახალგაზრდა თურქმამსახიობმა და მოდელმა, ეილულ კანდემირმა, რომელსაც ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ.

s-aba5e8458c7752f9ed76f90d0354ec19fa657893-1771348093.jpgscreenshot-16-1771348093.webp

ეილულ ლიზა კანდემირი დაიბადა 1997 წლის 24 დეკემბერს, სტამბოლში. სამრეწველო ინჟინერიას სწავლობდა ოზიეგინის უნივერსიტეტში, შემდეგ კი სამსახიობო ოსტატობას დაეუფლა.

მსახიობი და მოდელი ერიდება ოჯახური ისტორიის დეტალების გაზიარებას ან საყვარელ ადამიანებზე საუბარს, თუმცა ცნობილია, რომ ოჯახი ყველანაირად ხელს უწყობდა მის ნიჭს და წამოწყებებს.

პირველი პოპულარობა Mavi-ს რეკლამაში მონაწილეობით მოიპოვა, როგორც მოდელმა. სატელევიზიო დებიუტი კი 2020 წელს შედგა სერიალში „ცივი“. მომავალი მსახიობის შემდეგი პროექტი იყო სერიალი „შესაძლოა ოდესმე“, სადაც რეჟისორმა მას მთავარი გმირის როლი ანდო. შემდეგ ითამაშა კომედიურ მელოდრამაში „ოჰ, ღმერთო“. ახალმა პროექტმა კი ("უმანკოების მუზეუმმა"), რომელსაც ნეტფლიქსი წარმოადგენს, ეილულს საერთაშორისო წარმატება მოუტანა.

eylul-lize-kandemir-kimdir-1771348093.webp

s-9463b2b5009f1c2eb3d6ab500e505ee5a28af42c-1771348093.jpg

მსახიობსა და მოდელს არ უყვარს პირადი ცხოვრების გასაჯაროება და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. თუმცა 2023 წლის ბოლოს, ზოგიერთმა თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეილული თავის კოლეგასთან, მერთ რამაზან დემირთან ერთად პაემანზე ნახეს, თუმცა მერთს ეს ამბავი არ დაუდასტურებია და გამოაცხადა, რომ მარტო იყო.

screenshot-17-1771348093.webp

ოფიციალურად ეილულის გვერდით დღეს არ არის მამაკაცი. მსახიობი ამბობს, რომ მთლიანად საქმით არის დაკავებული.

a673e923c5450fea917bb51b51735f74-1771348092.jpgee39165232b49a9cd0d2d4f56ac4d1da-1771348093.jpg1632747-1771348092.jpg1632745-1771348092.jpg

თურქული სერიალების ვარსკვლავი ჯან იამანი დააპატიმრეს - მსახიობს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სკანდალი თურქულ შოუბიზნესში - ცნობილი მსახიობები ნარკოტიკების საქმეზე დააკავეს