პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილს დაბადების დღეს მისი მეუღლე, ორი შვილის დედა და პოეტი ბელა ალანია:
"ღმერთო, დიდხანს გაუთენე დაბადების დღეები ჩემთვის საყვარელ ადამიანებს! გილოცავ, შალვა!
ცოლ- ქმარი არის:
ორი სხეული,
მაგრამ ერთხორცი;
ორი სული,
მაგრამ ერთსული,
ცხოვრების ერთი გზა,
ერთი ჯვარი და ერთი აღდგომა.
ორის თავისუფლება,
რომელიც ერთ პასუხისმგებლობად იქცევა.
ცხოვრების ყველა დასმულ კითხვაზე
ერთი პასუხის მაძიებლები.
ცოლ-ქმრობა მაშინ იწყება, როცა
სიყვარული ვალდებულებად კი არა,
ზრუნვად იქცევა.
ოჯახი არის ადგილი, სადაც „მე“ სწავლობს
„ჩვენად“ ყოფნას.
ცოლი და ქმარი ერთმანეთს სრულჰყოფენ.
მათი ერთობა არ აუქმებს მათ
განსხვავებას, პირიქით, იცავს მას.
ცოლ- ქმრობა არის შეთანხმება, რომ ერთმა
მეორე მარტოობაში არ მიატოვოს.
ცოლი და ქმარი —
ორი ცნობიერი, რომლებმაც გადაწყვიტეს
ერთარსებობა.
ეს ორი ადამიანის შერწყმა კი არა,
თანხვედრაა მათი გრძნობების.
ოჯახი მაშინ არის ძლიერი,
როცა ერთმანეთის წინააღმდეგ კი არა,
მუდამ ერთმანეთის გვერდით დგანან.
ცილ-ქმრობა ყოველდღიური არჩევანია და
არა, ერთხელ დადებული ფიცი.
ღმერთო, დიდხანს დამაწყვილებინე ჩემი
ქმრის წინდა.
ბელა ალანია".