ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი მოსწავლეებისთვის - 13 000 ლარამდე საპრიზო ფონდი და უნიკალური შესაძლებლობები - მშობლები

ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი მოსწავლეებისთვის - 13 000 ლარამდე საპრიზო ფონდი და უნიკალური შესაძლებლობები

2026-02-18 15:17:56+04:00

ალტე უნივერსიტეტის სასკოლო პროექტი, რომელიც X, XI და XII კლასის მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს, წელს 13 000 ლარამდე გაზრდილი საპრიზო ფონდითა და კიდევ უფრო მეტი ინტელექტუალური და მედია მხარდაჭერის შესაძლებლობით დაბრუნდა!

START-UP მარათონი ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარებასისახავსმიზნად.პროექტი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ უფროსკლასელებს, რომლებიც საკუთარი ინოვაციური იდეების განვითარებაზე 3-4 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ გუნდებად იმუშავებენ.

ალტე უნივერსიტეტისმარათონი მონაწილეებსშესაძლებლობასაძლევს, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოცადონ ის პროცესი, რომელსაც რეალურ ბიზნესგარემოში გადის იდეა წარმატებულ პროდუქტად ან სერვისად ქცევამდე. ისინი სწავლობენ, როგორ ჩამოაყალიბონ იდეა, გადააქციონ იგი სიცოცხლისუნარიან ბიზნეს-მოდელად, დაგეგმონ რესურსები და საბოლოოდ-პროფესიონალურად წარადგინონთავიანთიპროექტი.

მარათონისფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მეწარმეობის საფუძვლებს, განივითარებენ გუნდური მუშაობის, ინოვაციური ხედვისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარებს დაისარგებლებენპროფესიონალი მეწარმეებისმენტორინგის სერვისით.

ჯილდო გამარჯვებული გუნდებისთვის:

ალტე უნივერსიტეტირჩეული იდეის ავტორს გადასცემს5 000 ლარსიდეის განხორციელების მხარდასაჭერად. დამატებით, უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ მხარდაჭერით, გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება, განავითაროს საკუთარი პროექტი და მოიძიოს ინვესტორები.

პროექტის გენერალური სპონსორი-ლიბერთი ბანკი -საკუთარ რჩეულ პროექტს5 000 ლარით დააფინანსებს.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ლიბერთიბანკიმონაწილეებსასევეშესთავაზებს:

  • სტაჟირებას(3მოსწავლეს);
  • სპეციალურად გოგონებისთვის შექმნილ ლიდერშიფის ტრენინგს;
  • წვდომასLMSსასწავლოპლატფორმაზე;
  • AIმასტერკლასებს;
  • სოც.მედიამხარდაჭერას.

პროექტის სპონსორიEasyPayრჩეულ გუნდს3 000 ლარსგადასცემს.

კომპანიაFINOსაკუთარრჩეულგუნდსგადასცემს3 000ლარისღირებულებისსერვისპაკეტს.

Პროექტისმედია მხარდამჭერი-Entrepreneur Georgia-თავის რჩეულ იდეას მედია მხარდაჭერას გაუწევს, ხოლოGITA Tech Parkგამარჯვებულ გუნდს პროტოტიპის შექმნაში დაეხმარება.

START-UPმარათონის ეფექტიანობას ადასტურებს გასული წლის ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდის-Sivrce AI-ის გამოცდილებაც, რომელიც პროექტის ფარგლებშითიბისის რჩეულადდასახელდა.

გუნდის მიერ შექმნილი სტარტაპი დღეს უკვე განვითარების აქტიურ ეტაპზეა-დასრულებულია ვებპლატფორმის პირველადი ვერსია, დაწყებულია მობილური აპლიკაციის განვითარების პროცესი და გაშვებულია სატესტო ვერსია. ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა რებრენდინგი და პროდუქტის უკეთესი ადაპტაცია მომხმარებლების საჭიროებებზე. ამჟამად გუნდი პროექტის შემდგომი მასშტაბირებისთვის ინვესტორების მოძიების პროცესშია.

გუნდის წარმომადგენლის გუგა მუჩიაშვილის შეფასებით, პროექტში მონაწილეობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა სტარტაპის პირველადი ვერსიის დასრულებაში. მიღებულმა ფინანსურმა რესურსმა უზრუნველყო პროდუქტის პროტოტიპის შექმნა, ხოლო მარკეტინგულმა მხარდაჭერამ და პროფესიულმა კავშირებმა ხელი შეუწყო გუნდის გაძლიერებასა და პროექტის სტაბილურ განვითარებას. დღეს Sivrce AI სწორედ იმ ეკოსისტემის მხარდაჭერით აგრძელებს განვითარებას, რომელიც START-UPმარათონის ფარგლებში ჩამოყალიბდა.

START-UPმარათონი წარმოადგენს სივრცეს, სადაც სკოლის მოსწავლეების იდეები პრაქტიკულ გამოცდილებად და რეალურ შესაძლებლობად გარდაიქმნება.

რეგისტრაციაუკვე დაიწყო 27 თებერვლის ჩათვლითგრძელდება. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

R