ალტე უნივერსიტეტი აგრძელებს სკოლის მოსწავლეებში მეწარმეობის წახალისებას და START-UP მარათონს იწყებს. 2026 წელს პროექტი გაზრდილი საპრიზო ფონდითა და ახალი შესაძლებლობებით დაბრუნდა.
მარათონი X, XI და XII კლასის მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, საკუთარი ინოვაციური იდეები ქვეყნის წამყვან კომპანიებს წარუდგინონ და მათი და ალტე უნივერსიტეტის მხარდაჭერით იდეები რეალობად აქციონ.
გაზრდილი საპრიზო ფონდი - 13 000 ლარი
წელს START-UP მარათონის საერთო საპრიზო ფონდი 13 000 ლარს შეადგენს და გამარჯვებული გუნდებისთვის ფინანსურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერას მოიცავს.
ალტე უნივერსიტეტი რჩეულ გუნდს გადასცემს 5 000 ლარს იდეის განხორციელების მხარდასაჭერად. დამატებით, უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ მხარდაჭერით, გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება, განავითაროს საკუთარი პროექტი და მოიძიოს ინვესტორები.
პროექტის გენერალური სპონსორი - ლიბერთი ბანკი - საკუთარ რჩეულ პროექტს 5 000 ლარით დააფინანსებს. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ლიბერთი ბანკი მონაწილეებს ასევე შესთავაზებს:
პროექტის სპონსორი EasyPay რჩეულ გუნდს 3 000 ლარს გადასცემს.
კომპანია FINO საკუთარ რჩეულ გუნდს გადასცემს 3 000 ლარის ღირებულების სერვის პაკეტს.
პროექტის მედია მხარდამჭერი - Entrepreneur Georgia - თავის რჩეულ იდეას მედია მხარდაჭერას გაუწევს, ხოლო GITA Tech Park გამარჯვებულ გუნდს პროტოტიპის შექმნაში დაეხმარება.
პროექტის დასრულების შემდეგ, უფროსკლასელები, რომლებიც ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებულები, ერთი მხრივ, შეძლებენ იდეების პრაქტიკაში განხორციელებას და შეიძენენ ახალ უნარებს და მეორე მხრივ, გაიჩენენ ახალ კონტაქტებს, რაც მათ სამომავლოდ კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
კონკურსის ფარგლებში პროექტებზე იმუშავებენ 3-4 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ გამოცდიან პროცესს, რაც გულისხმობს იდეის რეალურ ბიზნესგარემოში განხილვას და შემდეგ წარმატებულ პროდუქტად ქცევას. ისინი ისწავლიან იდეის ჩამოყალიბებას, სწორი ბიზნეს მოდელის განსაზღვრას, რესურსების დაგეგმვასა და პროექტის პროფესიონალურად წარდგენას.
START-UP მარათონის ეფექტიანობას ადასტურებს გასული წლის ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდის - Sivrce AI-ის გამოცდილება.
გუნდის მიერ შექმნილი სტარტაპი დღეს უკვე განვითარების აქტიურ ეტაპზეა - დასრულებულია ვებპლატფორმის პირველადი ვერსია, დაწყებულია მობილური აპლიკაციის განვითარების პროცესი და გაშვებულია სატესტო ვერსია. ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა რებრენდინგი და პროდუქტის უკეთესი ადაპტაცია მომხმარებლების საჭიროებებზე. ამჟამად გუნდი პროექტის შემდგომი მასშტაბირებისთვის ინვესტორების მოძიების პროცესშია.
გუნდის წარმომადგენელი, გუგა მუჩიაშვილი, აღნიშნავს, რომ მარათონის განმავლობაში მიღებულმა მენტორულმა მხარდაჭერამ და ტრენინგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მისი და მისი თანაგუნდელების ხედვა:
„თითოეულმა სესიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი ბიზნესმოდელის გადახედვაში, სამიზნე აუდიტორიის ზუსტად განსაზღვრასა და პროდუქტის ფუნქციონალის დახვეწაში, რაც საბოლოოდ ჩვენი იდეის ეფექტიან განხორციელებაში აისახა“, - განაცხადა მან.
დღეს Sivrce AI სწორედ იმ ეკოსისტემის მხარდაჭერით აგრძელებს განვითარებას, რომელიც START-UP მარათონის ფარგლებში ჩამოყალიბდა.
START-UP მარათონი წარმოადგენს სივრცეს, სადაც სკოლის მოსწავლეების იდეები პრაქტიკულ გამოცდილებად და რეალურ შესაძლებლობად გარდაიქმნება.
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.office.com/e/N1TexrxDs0
R