რა სიხშირით, რა პროდუქტებით და როგორ უნდა დავბანოთ ახალშობილი? - ეს კითხვები განსაკუთრებით ახალბედა დედებისთვის არის აქტუალური და ამ სტატიაში პედიატრების რეკომენდაციებსა და საერთაშორისო გაიდლაინებზე დაყრდნობით ვუპასუხებთ მათ.
თავდაპირველად უნდა გავითვალისწინოთ, რომ წყალთან კონტაქტი ჩვილებისთვის ხანდახან უსიამოვნოა ხოლმე, რასაც ტირილით გამოხატავენ. მათი ასეთი რეაქცია ბუნებრივია და არ უნდა შეგვეშინდეს.
რაც შეეხება სიხშირეს, ზოგადი რეკომენდაციით, ჩვილის დაბანა ყოველდღიურად აუცილებელი არ არის (ზაფხულის სეზონის გარდა). ახალშობილის კანი ისედაც ნაზი და გამოშრობისკენ მიდრეკილია, ამიტომ წყალთან და დასაბან საშუალებებთან ხშირმა კონტაქტმა შეიძლება, დამცავი ბარიერის დაზიანება და ნახეთქები გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ დღეგამოშვებით დაბანა არ ეხება შორისისა და საფენქვეშა არეს. მნიშვნელოვანია, ამ მიდამოში ყოველდღიურად, საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ დავიცვათ იდეალური ჰიგიენა, რათა კანი არ გაღიზიანდეს.
დამატებითი რეკომენდაციები:
რა პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ ბავშვის დაბანისას?
ახალშობილის მოვლისას მხოლოდ და მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ანტიალერგიული ფორმულები უნდა გამოვიყენოთ. პროდუქტები არ უნდა შეიცავდეს სპირტს, პარფიუმს, პარაბენებსა და სხვა საშუალებებს, რასაც კანის გაღიზიანება, თვალების წვის გამოწვევა შეუძლია.
ანტიალერგიული პროდუქტები სრულყოფილი ჰიგიენისა და კანის ბარიერის დაცვისთვის:
სპეციალურად ახალშობილების მოვლისთვის შექმნილი ფრანგული ბრენდის, „დოძიეს“ დასაბანი საშუალებები არ შეიცავს საპონს. მის შემადგენლობაშია მხოლოდ ორგანული აქტიური ნივთიერებები: ალოე ვერა, ორგანული ბამბა და ორგანული ჰამამელის წყალი. ფორმულა ნაზად და ეფექტიანად წმენდს ბავშვის კანსა და თმას გამოშრობის გარეშე. ამასთან, რბილი გელის ტექსტურა მარტივად ირეცხება.

„დოძიეს“ გამწმენდი გელი არ აღიზიანებს თვალებს, გავლილი აქვს დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კონტროლი.
თუ დამატებითი უსაფრთხოება თქვენთვის პრიორიტეტია, ბრენდს შექმნილი აქვს ორგანული გამწმენდი საშუალებებიც.
ამერიკული ბრენდის, „ნუბის“ აბაზანისა და ოთახის თერმომეტრი დაგეხმარებათ, იდეალურად აკონტროლოთ ტემპერატურა. როცა ბავშვისთვის წყალი ძალიან ცხელია, მოწყობილობა წითლად ციმციმს იწყებს, აქვს ეკრანი, რომელზეც მარტივად ვაკონტროლებთ ტემპერატურას.

თერმომეტრი დაგვეხმარება, ახალშობილი იდეალური ტემპერატურის წყალში ვაბანაოთ.
„დოძიეს“ სერტიფიცირებული ორგანული დამატენიანებელი კრემი იდეალურია ახალშობილის მოვლისთვის. პროდუქტი შექმნილია ალერგიის რისკის შესამცირებლად, არის უსუნო, ტესტირებულია დერმატოლოგიურად და გამდიდრებულია ორგანული ვაშლის ანტიოქსიდანტებით.

მისი კრემოვანი ტექსტურა მარტივად შეიწოვება კანში, არ ტოვებს ლაქებსა და წებოვნებას. გამოიყენება მთელს სხეულზე, ღრმად ატენიანებს კანს და იცავს გარემოს ზემოქმედებისგან.

„დოძიეს“ საფენქვეშა კრემისურნელის გარეშეა და შეიცავს 98%-ს ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს, რათა გაუფრთხილდეს ახალშობილის ნაზ კანს და შეამციროს საფენის გამონაყარის განვითარების რისკი.
ორგანული ფორმულის წყალობით პროდუქტი მაღალი ეფექტურობითა და ანტიალერგიულებით ხასიათდება.
პროდუქტების სწორად შერჩევითა და მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინებით ახალშობილის დაბანა სასიამოვნო და უსაფრთხო პროცესი გახდება.
R