ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი ნატა გაგუა ჯანსაღი ბლინების რეცეპტს უზიარებს გამომწერებს:
რატომ უნდა სცადო ისპანახის ბლინი: ენერგია + მინიმუმ 4 საათი დანაყრება.
ინგრედიენტები:
- 100გ ისპანახი - მიკრობიომის მეგობარი.
- 100გ ბერძნული იოგურტი - აძლევს კრემოვან სტრუქტურას და პროტეინს.
- 40გ დაფქული შვრია - „ნელი“ ენერგია.
- 2 კვერცხი - ქოლინი ტვინისთვის და ცილა კუნთებისთვის.
მომზადების წესი:
ბლენდერში ჯერ ისპანახი და იოგურტი გააერთიანე - მიიღე ზურმუხტისფერი მასა. დაამატე დანარჩენი ინგრედიენტები. დააცადე 10 წუთი! ეს დრო სჭირდება შვრიას, რომ ბლინი ჰაეროვანი გახდეს და ტაფაზე არ დაიშალოს.
შიგთავსი:
რიკოტა, წითელი თევზი და ავოკადო. ეს არის ომეგა-3-ისა და ჯანსაღი ცხიმების „ბომბი“, რომელიც შენს კანსა და ჰორმონალურ სისტემას “დაანაყრებს”.
რჩევა: სოდასა და ლიმონის წვენს პირდაპირ ცომში ნუ ჩააყრი. ლიმონი სოდას ბლენდერშივე უნდა შეხვდეს ან ცალკე კოვზზე „გააქტიურდეს“, რომ ბლინი კარგად “ამოვიდეს”.