როგორ მოქმედებს ტანსაცმლის ფერები ჩვილებზე - ფერების ფსიქოლოგია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ - მშობლები

როგორ მოქმედებს ტანსაცმლის ფერები ჩვილებზე - ფერების ფსიქოლოგია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

2026-02-19 14:46:00+04:00

დაბადებისას ჩვილის მხედველობა შეზღუდულია. ისინი სამყაროს შავ-თეთრ და ნაცრისფერ ფერებში ხედავენ. დაახლოებით 3-4 თვის ასაკიდან პატარები იწყებენ ფერების გარჩევას. მათი მხედველობის არეალში თავდაპირველად წითელი და ყვითელი შემოდის. მხედველობის სრული სპექტრი კი მხოლოდ 5-6 თვის ასაკში ყალიბდება.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ფერების ფსიქოლოგია ჩვილებში ორ ძირითად ასპექტზე მუშაობს. ესენი გახლავთ დამშვიდება და სტიმულაცია.

დამამშვიდებელი პალიტრა: ლურჯი, მწვანე და პასტელური ფერები

ჩვილის ნერვული სისტემა ძალიან მგრძნობიარეა და მასზე გავლენას ნებისმიერი გარემო ფაქტორი ახდენს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სიტუაციაში მათ შესაბამისი ფერები შევთავაზოთ. მაგალითად, ლურჯი ანელებს პულსს. ის ასოცირდება სიმშვიდესთან, რაც იდეალურია ძილის წინ. მწვანე ბუნების ფერია, თვალისთვის ყველაზე ადვილი აღსაქმელია და უსაფრთხოების განცდას ქმნის. პასტელური ფერები, როგორიცაა რძისფერი და ღია ვარდისფერი ბავშვს გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება.

მასტიმულირებელი ფერები: ყვითელი და ნარინჯისფერი

როდესაც ბავშვი ფხიზლადაა და თამაშობს, მას მასტიმულირებელი ფერები უნდა შესთავაზოთ, რაც კოგნიტური პროცესების გააქტიურებას უწყობს ხელს. მაგალითად, ყვითელი ასოცირდება ბედნიერებასა და ოპტიმიზმთან. ის ყურადღების კონცენტრაციას აძლიერებს. ნარინჯისფერი სიახლეებთან ასოცირდება. ხელს უწყობს სოციალურ აქტივობას და ურთიერთობებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ პატარას სწორად შეურჩიოთ არა მხოლოდ გარემოს, არამედ ტანსაცმლის ფერებიც. ამ მხრივ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ამერიკული ბრენდი Carter’s - ეს არის ბრენდი, რომელიც 1865 წლიდან არსებობს და მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო სწორედ ფერებისა და პრინტების მეცნიერული მიდგომაა.

Carter’s-ის დიზაინერებმა ზუსტად იციან, რომ ახალშობილის ტანსაცმელი არ უნდა იყოს მკვეთრი ფერების. მათ კოლექციებში ჭარბობს ნეიტრალური ტონები, რომლებიც გაფორმებულია მცირე, მასტიმულირებელი დეტალებით. ბრენდი ფერების პალიტრას ასაკის მიხედვით ყოფს. ახალშობილებისთვის დომინირებს მშვიდი ფერები, ხოლო შედარებით მოზრდილებისთვის იყენებს უფრო ცოცხალ და ენერგიულ ფერებს, რაც მათ აქტიურობას უწყობს ხელს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვილების ტანსაცმლისთვის განკუთვნილი საღებავები უნდა იყოს ჰიპოალერგიული. Carter’s იყენებს უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურ საღებავებს, რომლებიც მრავალჯერადი გარეცხვის შემდეგაც ინარჩუნებენ პირვანდელ ტონს.

გახსოვდეთ, ფერების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის დღის განრიგი:

  • ძილისთვის შეარჩიეთ მონოქრომატული, პასტელური ან ცივი ტონები;
  • თამაშისთვის გამოიყენეთ კონტრასტული ფერები და ნათელი აქცენტები, რათა დაეხმაროთ ბავშვს ფორმებისა და საგნების გარჩევაში;
  • გასეირნებისთვის უპირატესობა მიანიჭეთ ნეიტრალური ფერებს, რაც ბავშვს გარე სამყაროს უკეთესად აღქმაში დაეხმარება.

R