როგორ ავარჩიოთ ჰიპოალერგიული ტანსაცმელი ბავშვისთვის? - მშობლები

როგორ ავარჩიოთ ჰიპოალერგიული ტანსაცმელი ბავშვისთვის?

2026-02-20 14:38:32+04:00

ბავშვის კანისთვის ქსოვილის სწორად შერჩევა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილია. პატარების კანი უფროსებთან შედარებით ბევრად თხელი და მგრძნობიარეა, ამიტომ იგი მიდრეკილია გამოშრობისა და გაღიზიანებისკენ. ჩახუთვამ ან გადაციებამ შესაძლოა მარტივად გამოიწვიოს სხვადასხვა გართულება.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ტანსაცმლის შერჩევისას?

  • 100%-ით ორგანული ბამბა - ბამბა საუკეთესოდ ატარებს ჰაერს, კარგად იწოვს ტენს და არ იწვევს ალერგიას. სინთეტიკური ქსოვილებისგან განსხვავებით, ბამბის ტანსაცმელში ბავშვი ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

თუ ბავშვს განსაკუთრებით მგრძნობიარე კანი აქვს, რეკომენდებულია, მხოლოდ ორგანული ბამბისგან დამზადებული ტანსაცმელი ჩავაცვათ;

  • ბამბუკის ქსოვილი - გამოირჩევა სირბილით, ხახუნისას არ „ხეხავს“ და აზიანებს კანს, ზაფხულში გრილია, ხოლო ზამთარში ინარჩუნებს სითბოს. ნაჭერში ნახევრად ბამბუკის შემცველობაც კი აისახება ტემპერატურის რეგულირებაზე;
  • შალის, ქაშმირის ან ალპაკას ნარევი - 100%-ით შალი ან ალპაკა შეიძლება „იკბინებოდეს“ და ბავშვს დისკომფორტი შეუქმნას, ამიტომ იდეალურია, თუ ბამბასთან ან სხვა ბუნებრივ მასალასთან ნარევ ქსოვილს შევიძენთ. ასე პატარაც თბილად იქნება და მის კანსაც დავიცავთ გაღიზიანებისა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან.

რაც შეეხება ქაშმირს, 100%-ით ამ მასალისგან ტანსაცმელი საკმაოდ ძვირადღირებულია, ბავშვი კი ძალიან სწრაფად იზრდება - ნარევი ქსოვილის შეძენისას კი ვიღებთ იმავე შედეგს, კანის დაცული ბარიერი, იდეალური თერმორეგულაცია და უსაფრთხოება.

632933632-1429632368573555-6764729244543734614-n-1771584103.png

ამერიკული გამოცდილება უსაფრთხო ტანსაცმლის წარმოებაში

იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ამერიკული ბრენდი „კარტერსი“ უკვე მრავალი წელია, უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით ქმნის საბავშვო ტანსაცმელს, რომელიც ერთდროულად უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე ტენდენციებს მორგებულია. ბრენდი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ერთი მხრივ ხარისხზე და მეორე მხრივ, ხელმისაწვდომობაზე, რაც მისი მთავარი ნიშაა.

„კარტერსი“ იდეალურად ერგება მშობლების, განსაკუთრებით ახალბედა მშობლების მოთხოვნებს. მათი ტანსაცმელი პრაქტიკულია (მაგ., საფენის მარტივად გამოცვლა), რაც მშობლებისთვის მნიშვნელოვანი კომფორტია. ბრენდის პროდუქცია მოიცავს ბავშვების სამოსს ჩვილობიდან 7 წლამდე.

633101702-901570065590630-4279232519048297800-n-1771584139.jpg

ბრენდი ტანსაცმელს ქმნის მაღალი ხარისხის ბამბისგან, რაც უზრუნველყოფს ტანსაცმლის უსაფრთხოებასა და გამძლეობას. ბრენდი ფლობს OEKO-TEX® სერტიფიკატს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია შემოწმებულია და არ შეიცავს ბავშვისთვის მავნე ნივთიერებებს.

ტრადიციებისა და ინოვაციების შერწყმით, მომხმარებლის ნდობის შენარჩუნებითა და ბაზრის ცვლილებებთან ადაპტაციით, „კარტერსი“ რჩება მშობლების საყვარელ არჩევნად მთელ მსოფლიოში.

ბრენდი საქართველოში ფართოდ არის წარმოდგენილი. „კარტერსის“ ფილიალების მისამართები:

  • გალერეა თბილისი - 2/4 შ. რუსთაველის გამზირი
  • სითი მოლი საბურთალო - ვ. ფშაველას გამზირი N70
  • სითი მოლი გლდანი - ი. ვეკუას ქ. N1
  • გლდანი მოლი - მეტრო ახმეტელის მოპირდაპირედ
  • თბილისი მოლი - აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ
  • ისთ ფოინთი - ა. თვალჭრელიძის ქ N2
  • ბათუმი - გრანდ მოლი
  • ქუთაისი- რუსთაველის N4

R